Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ლივადია: ხანშიშესულ ქალბატონს თვითმარქვია ექიმმა 15. 000 ევრო დასტყუა

ლივადია: ხანშიშესულ ქალბატონს თვითმარქვია ექიმმა 15. 000 ევრო დასტყუა

ლივადია: ადამიანი, რომელმაც 76 წლის ქალბატონს 15.000 ევრო დასტყუა, თვითმარქვია ექიმი აღმოჩნდა.

მსხვერპლი დაარწმუნეს, რომ მის ქალიშვილს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა, რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.  სინამდვილეში  ეს ყველაფერი,  თაღლითების კარგად მოფიქრებული და ნაცნობი სქემა გახლდათ, რომლის შედეგადაც 76 წლის ქალბატონი დაზარალდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თაღლითობა ორშაბათს (5/2) შუადღისას მოხდა, როდესაც ქალს  უცხო ადამიანმა დაურეკა, რომელმაც თავი ექიმად გააცნო. შემდეგ მამაკაცმა 76 წლის ქალს ,,შეატყობინა“, რომ მისი ქალიშვილი  ავტოავარიაში მძიმედ დაშავდა  და, რომ მას სასწრაფოდ ოპერაცია ესაჭიროებოდა..

მსხვერპლმა თაღლითის სიტყვები დაიჯერა და მისი მითითებების შესაბამისად, 15. 000 ევრო საკუთარი სახლის ეზოში,  რკინის კართან დადო.

უცნობი მალევე მივიდა დანიშნულების ადგილზე,  თანხა სასწრაფოდ აიღო და გაუჩინარდა.

ამჟამად, საქმეზე გამოძიება თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია და თაღლითების მსხვერპლთ დასასრული არ უჩანს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *