რა უნდა ვქნათ თუ მედუზამ დაგვსუსხა?
რა უნდა ვქნათ თუ მედუზამ დაგვსუსხა?
არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ მედუზას შიშველი ხელებით, თუნდაც სანაპიროზე ზღვისგან გამორიყულს.

მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მაინც შეეხო ჩვენს კანს თავისი საცეცებით:
- კანიდან იშორებთ ყველა საცეცის ნარჩენს პლასტიკური კარტით, ნემსით, ჯოხით ან ბავშვების სათამაშო ნიჩაბით. არავითარ შემთხვევაში არ ეხებით მედუზას შიშველი ხელებით!
- დასუსხულ ადგილს ჩამოიბანთ ან ზღვის წყლით, ან ძმრით. არ იყენებთ ტკბილ წყალს და არ იფხანთ ჭრილობას.
- დასუსხული ადგილის შეხვევა საჭირო არ არის.
- ნუ მიიღებთ მედიკამენტებს ექიმის რჩევის გარეშე, რადგან ყველა ადამიანს განსხვავებული სიმპტომი შეიძლება ჰქონდეს და მათი გამოცდილებით მიღებული წამალი შეიძლება თქვენთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.
- თუ ტკივილი და შეშუპება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ გტოვებთ, მიმართეთ ექიმს.
- იმ შემთხვევაში თუ ალერგიული ხართ, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
Facebook Comments Box
