Latest news
Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს 17 ნოემბრის მნიშვნელობა სრულიად საბერძნეთისთვის 17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

სალონიკი: შტორმის შედეგად მაღაზიები და ქალაქის ქუჩები დაიტბორა

სალონიკი: შტორმის შედეგად მაღაზიები და ქალაქის ქუჩები დაიტბორა

სალონიკში  ქარიშხლის შემდეგ, გუშინ, დღის მეორე ნახევარში, სამაშველო-სახანძრო განყოფილებამ მინიმუმ 25 ზარი მიიღო, რომელთაგანაც უმეტესობა წყლის ამოტუმბვასთან იყო დაკავშირებული. ზარების უმეტესობა ქალაქის ცენტრიდან იყო შესული. 

სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარებით მოხერხდა მოხუცებული ქალის დატბორილი სახლიდან გამოყვანა, ხოლო დედა-შვილი კი დატბორილი მანქანიდან გადმოიყვანეს.

შტორმის შედეგად დაიტბორა და მდინარედ იქცა ქალაქის უამრავი გზა, რის შედეგადაც შეუძლებელი გახდა მანქანით გადაადგილება. 

ქარიშხალმა წააქცია ხეები და გაუჩერებელი შტორმის შედეგად დაიტბორა მაღაზიები და მათი სარდაფები. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *