Latest news
კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
საბერძნეთი

კრიტი: პილოტმა თვითმფრინავი ისევ “აწია” დაშვებამდე, რათა კურდღელი არ მოეკლა

უჩვეულო  შემთხვევა  მოხდა ათენიდან ირაკლიოს  მიმართულებით ავიარეისზე  10 მაისის საღამოს, თვითმფრინავის  აეროპორტში  დაშვებისას, რადგან დაჯდომის  დროს პილოტმა თვითმფრინავი კვლავ “აწია”.

“ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ მოვახერხეთ კურდღელი არ მოგვეკლა” – იმართლა მან თავი ცოტა ხნის შემდეგ, რამაც   მგზავრების გაოცება გამოიწვია.

თუმცა, პილოტის მცდელობის მიუხედავად, კურდღელი საბოლოოდ მოკვდა, როგორც ჩანს, მანქანიდან, რომელიც ცდილობდა ცხოველის საფრენი ბილიკიდან მოცილებას.

გავრცელებული  ინფორმაციით , თვითმფრინავის  დაშვებისას კურდღელი ასაფრენ ბილიკზე გამოჩნდა.

პილოტმა არჩია თვითმფრინავის ხელახლა აწევა, რათა არ მოეკლა ცხოველი.

სალონში აურზაური  შეიქმნა,  მაგრამ როცა მგზავრებს მიზეზი შეატყობინეს, დამშვიდდნენ.

კაპიტანს მოუწია კიდევ ერთი წრის გაკეთება ქალაქის თავზე, საბოლოოდ დაჯდომამდე, რათა ეკიპაჟს  აეროპორტის უსაფრთხოების მანქანის მიერ  მოკლული კურდღელი ასაფრენი ზოლიდან მოეშორებინათ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *