Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

როდოსი: გოგონას ყოფილმა შეყვარებულმა 200 ევრო მოსთხოვა – წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მამამისისთვის გაგზავნით დაემუქრა

როდოსი: გოგონას ყოფილმა შეყვარებულმა 200 ევრო მოსთხოვა – წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მამამისისთვის გაგზავნით დაემუქრა

შურისძიებისა და თანხის გამოძალვის მიზნით პორნოგრაფიული მასალის გავრცელებით დაემუქრა ყოფილი შეყვარებული გოგონას კუნძულ როდოსზე.

შეშინებულმა გოგონამ პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ სამშაბათს დილით მას ყოფილმა პარტნიორმა ფეისბუკის პირად გვერდზე შეტყობინება გაუგზავნა და 200 ევროს ოდენობის თანხა მოსთხოვა. თანხის არ გადარიცხვის შემთხვევაში კი გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მამამისისთვის გაგზავნით დაემუქრა. 

გოგონამ ყოფილ პარტნიორს თანხა გადაურიცხა. პოლიციის თანამშრომლებისთვის მიცემულ ჩვენებაში მსხვერპლმა განაცხადა, რომ მსგავს მუქარას ადგილი წარსულშიც ჰქონდა და სხვა დროსაც ჰქონდა გადაურიცხული ყოფილი პარტნიორისთვის თანხა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *