Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
დღესასწაულებისაბერძნეთი

წყვილი, რომელიც საახალწლო დღესასწაულს მაგიურობას მატებს

წყვილი, რომელიც საახალწლო დღესასწაულს მაგიურობას მატებს

თუ ავტომანქანით გადაადგილებისას გზაზე შენიშნავთ მანქანას, რომელსაც თოვლის ბაბუა მართავს და გვერდით თანამგზავრად წითლებში გამოწყობილი მეუღლე უზის არ იფიქროთ რომ მოჩვენებები დაგეწყოთ. ეს წყვილი ყოველ შობა-ახალ წელს ცდილობენ ბედნიერება და მაგიურობა შემატონ საახალწლო დღესასწაულს და სწორედ ამიტომ მიემართებიან კატერინის ფერების პარკში, სადაც საშობაო ბაზარია გამართული. 

წყვილმა საკმაოდ განსხვავებული, მაგრამ რთული პროფესია აირჩია. ყოველდღურად მათ ასობით ჩახუტების, საჩუქრის, ღიმილის გაცემა უწევთ და პარალელურად მხიარულად პოზირებენ სადღესასწაულო ფოტოსურათებშიც.

საკის ქსანთოპულოსი და ელპიდა ცაცული სალონიკიდან არიან. ისინი არა მხოლოდ მისტერ და მისის კლაუსი, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც განუყოფელი და მოსიყვარულე პარტნიორები არიან, რომლებიც უკვე 40 წელია რაც დაქორწინდნენ და ამ სეზონური სამსახურით ცდილობენ გაუხალისონ ცხოვრება არამხოლოდ გარშემომყოფთ არამედ საკუთარ თავებსაც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *