კლიმატური ცვლილებების გავლენა საბერძნეთზე – იანვრის თვის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელმა 3 გრადუსზე მეტით მოიმატა
კლიმატური ცვლილებების გავლენა საბერძნეთზე – იანვრის თვის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელმა 3 გრადუსზე მეტით მოიმატა
მაშინ, როცა მსოფლიოს მოსახლეობა ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში, კლიმატური ცვლილებებისგან რადიკალური შედეგების გავლენის გარეშე აგრძელებს, რიცხვები, რომლებსაც სპეციალისტების დაკვირვების შედეგად გამოქვეყნებულ ნაშრომებში ვკითხულობთ საკმაოდ შემაშფოთებელია.
ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლით ჩაივლის დარჩენილი იანვარი სრულიად საბერძეთის მასშტაბით.
ქვეყნის უმეტეს ნაწილში ზამთრის მეორე თვის გატარება საგაზაფხულო ამინდებით უწევს საბერძნეთის მოსახლეობას.
საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზის თანახმად მომდევნო 10 დღის განმავლობაში არ არის მოსალოდნელი ზამთრის სუსხის ატმოსფეროში დაბრუნება.
როგორც სინოპტიკოსი პანაიოტის იანოპულოსი აცხადებს დედაქალაქში ბარომეტრი 18 გრადუსს მიაღწევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 40 წლის განმავლობაში ელენიკოს სადგურზე იანვრის თვის საშუალო ტემპერატურის მაჩვენებელი 13,6 გრადუსი იყო, ხოლო 2025 წლის იანვრის თვე კი 16,5 გრადუსზე მეტს აჩვენებს. აღნიშნული საშუალო ტემპერატურა საბერძნეთში მარტის თვისთვისაა დამახასიათებელი და არა ზამთრის სეზონისთვის.
