სანტორინი: ოპტიმისტური სცენარი 6 ბალიან მიწისძვრას ითვალისწინებს – აცხადებს აკის ცელენდისი
სანტორინი: ოპტიმისტური სცენარი 6 ბალიან მიწისძვრას ითვალისწინებს – აცხადებს აკის ცელენდისი
მიწისძვრასთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა ფეისბუკის პირად გვერდზე აკის ცელენდისმა, რომელიც აცხადებს, რომ მთავარი 6 ბალიანი მიწისძვრის სცენარს ოპტიმისტურად მიიჩნევს.
კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე მძიმე და საშიში მიწისძვრის სიმძლავრესთან დაკავშირებული ვარაუდი, გეოდინამიკის ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა განაცხადა: “არსებობს ძალიან პატარა შანსი მოხდეს 7 ბალიანი მიწისძვრა.” თუმცა იქვე დასძინა, რომ არ აქვს მნიშვნელობა 6, თუ 7 ბალიანი მიწისძვრა მოხდება, რადგან ორივე შემთხვევაში გარდაუვალია ცუნამი. შესაბამისად უნდა მოხდეს მოსახლეობის სწორი ინფორმირება, რათა სტიქიურ უბედურებას ჰქონდეს უმნიშვნელო გავლენა.
Facebook Comments Box
