Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

პრინსტონის უნივერსიტეტში აღმოჩენილ დალუქულ კასრში ათონის მთაზე გადაღებული უნიკალური ფოტომასალა აღმოჩნდა

2017 წელს ამერიკის შეერთებული შტატებში, კერძოდ კი პრინსტონის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და არქეოლოგიის განყოფილების ბიბლიოთეკაში, თვალისგან მოფარებულ ადგილას შემთხვევით  აღმოაჩინეს წლების მანძილზე დამალული და მივიწყებული,   ხის დალუქული კასრი, რომლის გახსნის შემდეგ სრულიად გასაოცარი ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ.

კასრში ინახებოდა  კინემატოგრაფიული ფირების ხვეულები,  რომელთა ამოღებამ  და დათვალიერებამ  დღის შუქზე გამოიტანა სრულიად უნიკალური მასალა, რომელზე ასახული კადრებიც გასული საუკუნის დასაწყისის საბერძნეთზე მოგვითხრობს.

ჯგუფმა, რომელმაც აღმოჩენილი მასალა  შეაგროვა და დაამუშავა, გადაწყვიტა მოაწყოს გამოფენა,  რომლის განხორციელებაც რამდენიმე დღეში, თესალონიკში იგეგმება.

გამოფენის სახელწოდება იქნება “მიწა, რომელზეც  არცერთი ქალი არ ცხოვრობს” და საზოგადოებას ექნება საშუალება დაათვალიეროს   კასრში აღმოჩენილი,  1929 წელს სამი ცნობისმოყვარე მოგზაურის მიერ  ათონის მთისა და მეტეორას შესახებ გადაღებული  უნიკალური ისტორიული  ფოტოკადრები.

მოგზაურებმა პროფესიონალური საშუალებებით გადაიღეს ყველაფერი, რაც ნახეს და განიცადეს ათონის მთაზე და მეტეორაზე ყოფნისას,  რათა წარედგინათ თავიანთ ქვეყანაში იმ დროს, როცა მსოფლიოს არ ჰქონდა საშუალება ენახა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები დანარჩენ პლანეტაზე.

“ეს მასალა ეკუთვნის ამერიკის პრინსტონის უნივერსიტეტის არქივს,  იქ იპოვეს კასრი, რომლის შიგნით იყო ლითონის ფირფიტები  ფირებით“- განუცხადა  ათენის საინფორმაციო სააგენტოს Agioreitiki Hestia-ს დირექტორმა ანასტასიოს დუროსმა.

თავად ის 2018 წელს იყო პრინსტონის უნივერსიტეტის  მიერ საბერძნეთის სხვადასხვა სააგენტოსთვის გაგზავნილი ელექტრონული ფოსტის ერთ-ერთი მიმღები, რომლითაც უნივერსიტეტის წარმომადგენლობა საბერძნეთისგან  დახმარებას ითხოვდა მას შემდეგ,  როდესაც   აღმოაჩინეს  რომ დალუქულ ჩანაწერებში  საბერძნეთის ტერიტორიაზე  მოგზაურობის ამსახველი მასალა იყო წარმოდგენილი.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ელექტრონული ფოსტით  გაუგზავნეს ორი-სამი ფოტო და როდესაც ანასტასიოს დუროსი  დარწმუნდა, რომ  ეს იშვიათი მასალა იყო ათონის მთიდან, თვითონ გაემგზავრა პრინსტონში  რათა საბოლოოდ მოეწერა ხელი თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე, რომლის  ფარგლებშიც  ორივე მხარის თანამშრომლობით სულ მალე   მოეწყობა გამოფენა და გამოიცემა შესაბამისი კატალოგი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *