Latest news
ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება ნიკოს მორაიტისი საავტორო უფლებებზე საუბრობს სალონიკი: პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა ტიროდა, რადგან უთხრეს თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო - რას ამბობს 13 წლის კენიელი მოსწავლის დედა მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა
პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ორშაბათს დაკრძალავენ 21 წლის გიორგოს, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა

ორშაბათს დაკრძალავენ 21 წლის გიორგოს, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა

სპარტაში მომხდარი საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ 21 წლის გიორგოს ორშაბათს, ათენში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა პარასკევს გამთენიისას მოხდა. ძველ-ბერძნული ტრაგედიის სცენარს ჰგავს სპარტაში, კერძოდ მისტრაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამბავი, რომელმაც 3 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა.

სპარტა-მისტრას გზაზე მიმავალ ავტომანქანა, რომელსაც 24 წლის ბიჭი მართავდა, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. გარდაცვლილთა შორის არის სწორედ ის გიორგო, რომელსაც ხვალ დაკრძალავენ და რომელიც ათენში ცხოვრობდა და სწავლობდა. გიორგო ავტომანქანაში მის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებთან ერთადაც ათენში მიმტანად მუშაობდა და სპარტაში სამივე მათი საერთო მეგობრების სანახავად იყვნენ ჩასულები. 

როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს არც გიორგო და არც მისი 24 წლის მეგობარი, რომელიც მანქანას მართავდა ალკოჰოლს არ სვამდნენ. უფრო მეტიც, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამივეს ეკეთა ღვედი.

“არავინ იცის ზუსტად რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. მაგრამ ფაქტია, რომ უდროოდ მოუსწრაფა სიცოცხლე 3 ახალგაზრდას. ჩემი ბიჭი სტუდენტი იყო და მის მეგობრებთან ერთად მუშაობდა ბარში მიმტანად. ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და მისტრაში ექსკურსიაზე მიდიოდნენ. არც ჩემი შვილი და არც მისი მეგობრები არ სვამენ ალკოჰოლს, როგორც ვიცი არც მძღოლი. პოლიციამ გვითხრა რომ სამივეს ეკეთა ღვედი, შესაბამისად წარმოგიდგენიათ ალბათ როგორი ძლიერი იყო შეჯახება, რომ ღვედმაც კი ვერ დაიცვა მათი სიცოცხლე.” – აცხადებს 21 წლის ბიჭის მამა protothema.gr-თან საუბრისას.

გუშინ 8 მარტს დაკრძალეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი დანარჩენი 2 ახალგაზრდა. ენით აღუწერელი მწუხარება სუფევდა სოკრატისა და პანაიოტისის დაკრძალვაზე მისტრასა და ამალიადაში. ენით აღუწერელი იყო ხალხის რაოდენობაც, რომელიც ახალგაზრდებთან გამოსამშვიდობებლად შეიკრიბა: ნათესავები, მეზობლები, მეგობრები, კურსელები. არავის სურდა გამოკლებოდა შესაძლებლობას ბოლოჯერ გამომშვიდობებოდა ახალგაზრდებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *