Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

სერესში ტურისტული ავტობუსი მთლიანად დაიწვა -ის ბულგარეთიდან მოდიოდა

სერესში  ბულგარეთიდან ჩასული ტურისტული ავტობუსი მთლიანად დაიწვა.

ავტობუსს გადაჰყავდა ტურისტები,  რომლებიც ამაღლების რელიგიურ დღესასწაულზე დასასწრებად მიდიოდნენ.

ხანძარი ამ დროისთვის  გაურკვეველ ვითარებაში გაჩნდა, მძღოლმა სასწრაფოდ გააჩერა მანქანა და შეატყობინა სახანძრო სამსახურს.

მგზავრები, რომლებიც  ახლადოხორის ამაღლების გამოქვაბულში  მიემართებოდნენ, სადაც  რელიგიური დღესასწაული იმართებოდა, ავტობუსიდან უვნებლად გადმოვიდნენ, შემთხვევის შედეგად  არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.

სიდიროკასტროს სახანძრო სადგურიდან ხუთი მეხანძრე-მაშველი ორი მანქანით სასწრაფოდ მივიდა შემთხვევის ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სერესის სახანძრო სამსახურის საგამოძიებო განყოფილება იძიებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *