Latest news
კრიმინოლოგის მობილური ტელეფონი და საფულე იპოვეს როგორ უნდა აღმოიფხვრას ათენში საცობების პრობლემა Euro 7: 2026 წლის ბოლოდან ავტომობილებისთვის ახალი ეკოლოგიური მოთხოვნები ამოქმედდება The Guardian: ნოლანის „ოდისეამ“ შესაძლოა მესინია სამუდამოდ შეცვალოს საბერძნეთი: წყლის რესურსების მართვის ახალი მეთოდები საბერძნეთში „თეთრი ზონების“ პროექტი იწყება – 54 ახალი სადგური ციფრული ტელევიზიის დაფარვას გააფართოებ... სიროსზე ბავშვის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა - აცხადებს 41 წლის ქალის ოჯახის ადვოკატი ოლიმპოს მთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა კირიაკოს მიცოტაკის: აგვისტოში დიზელის ფასი კიდევ 10 ცენტით შემცირდება ღალაცი: 80 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ორშაბათი, ივლისი 27, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სალონიკი: პროკურორის წინაშე წარდგება 17 წლის ბიჭი, რომელიც ავტობუსის მძღოლს თავს დაესხა

სალონიკი: პროკურორის წინაშე წარდგება 17 წლის ბიჭი, რომელიც ავტობუსის მძღოლს თავს დაესხა

პროკურორის წინაშე წარდგება 17 წლის ბიჭი, რომელმაც ავტობუსის მძღოლს სახისა და თავის არეში მუშტი ჩაარტყა.

ახალგაზრდა პოლიციამ განყოფილებაში შესული საჩივრის შემდეგ დააკავა.

შეგახსენებთ, რომ ბიჭი 91Χ ხაზის ავტობუსის მძღოლს დაესხა თავს.

28 აპრილს, შუადღეს ავტობუსის მძღოლს, რომელიც ლაგადაში გადაადგილდებოდა, თავს ახალგაზრდა დაესხა.

გავრცელებული ინფორამციის თანახმად პოლიციაში ზარი შუადღის 2 საათზე შევიდა. ჩხუბი მ.ალექსანდრუს ქუჩაზე ავტობუსის მძღოლსა და რამდენიმე ახალგაზრდას შორის ატყდა. 91X ავტობუსის მძღოლს ახალგაზრდამ, უფრო კონკრეტულად კი მოსწავლემ სახისა და თავის არეში მუშტი ჩაარტყა.

როგორც პრესისთვის ცნობილია ახალგაზრდა მგზავრი უკმაყოფილო იყო ავტობუსის დაბალი სიჩქარით გადაადგილების გამო და მძღოლს ჰკითხა “ასე ნელა აპირებ სიარულს?” მძღოლმა კი უპასუხა “თუ არ მოგწონს, შეგიძლია ჩახვიდე.” სწორედ ეს გახდა თავდასხმის მიზეზი.

ავტობუსის მძღოლი წარბის არეშია დაშავებული და გადაყვანილია საავადმყოფოში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *