Latest news
წყალი პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან უნდა ვაჩუქოთ თუ არა ტექნოლოგიას მეორე სიცოცხლე ტრიკალას ციხეში პირველი წყვილი დაქორწინდება კარდიცა: 9 წლის სოტირის ინიციატივის შედეგად მოსხატოს ტბა 3 ტონა ნარჩენებისგან გაწმინდეს ათენის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკები 16 ივნისიდან ამოქმედდება ვრცელდება მოწმეების ჩვენებები კუნძულ როდოსზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით დააკავეს კაცი, რომელსაც ალექსანდრას მეტროს მშენებლობისთვის საჭირო ამწე ჰქონდა ოკუპირებული სანტორინი: ქურდობისთვის 3 ქალი დააკავეს ევროვიზია: საბერძნეთმა კონკურსზე მე-10 ადგილი დაიკავა საბერძნეთში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი იზრდება
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

პროკურორთან გადაიყვანენ 32 წლის ბიჭს, რომელმაც დანით 35 წლის ბიჭს 18 ჭრილობა მიაყენა

პროკურორთან გადაიყვანენ 32 წლის ბიჭს, რომელმაც დანით 35 წლის ბიჭს 18 ჭრილობა მიაყენა

პროკურორთან გადაიყვანენ დღეს 32 წლის ბიჭს, რომელიც კვირას, 29 ივნისს სისხლიანი შელაპარაკების შემდეგ დააკავეს.

თავდასხმის შემთხვევა კვირას, გამთენიის 06:30 საათზე დაფიქსირდა, როცა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო ბიჭებს შორის ჩხუბი ატყდა და ერთ-ერთმა ჩხუბის მონაწილემ მეორეს დანით 18 ჭრილობა მიაყენა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიტილინის გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 35 წლის ბიჭს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ექიმების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

32 წლის თავდამსხმელი ჩხუბის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა იმავე დღეს ჩაბარდა პოლიციას. 

მის წინააღმდეგ საქმე სხეულზე მძიმე დაზიანებების მიყენებისა და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლით აღიძრა.

“მსგავსი რამ ჩვენს სოფელში არასდროს მომხდარა. არასდროს დაუჭრიათ ადამიანი ადგილობრივ დღესასწაულზე. სრულიად სოფლის მოსახლეობაა შეშფოთებული.” – აცხადებენ მოწმეები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *