Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
სამშაბათი, აპრილი 28, 2026
საბერძნეთიUncategorized

კოზანი: საავადმყოფოში ცხედარი დღეების განმავლობაში მაცივრის გარეშე დატოვეს

კოზანი: საავადმყოფოში ცხედარი დღეების განმავლობაში მაცივრის გარეშე დატოვეს

საჯარო ყურადღების ქვეშ მოექცა კოზანის საავადმყოფო “მამაციო” მაიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რამაც ხაზი გაუსვა იმ ქრონიკულ დისფუნქციებს, არასაკმარის აღჭურვილობას და ხარვეზებს გარდაცვლილი პაციენტების ცხედრების მენეჯმენტთან დაკავშირებით.

საუბარი გვაქვს პაციენტზე, რომელიც 9 მაისს გარდაიცვალა საავადმყოფოში. გარდაცვლილი 9 მაისსვე გადაასვენეს მორგში, თუმცა ქალის ცხედარი მაცივარში არ განუთავსებიათ. ცხედრის მაცივრის გარეთ დატოვების მიზეზი ინფრასტრუქტურის გაუმართაობა იყო და არასაკმარისი მაცივრები მორგში, რის შედეგადაც ქალის ცხედარი 3 დღე-ღამის განმავლობაში დახუთულ სივრცეში იყო. საზღვარგარეთიდან ჩამოსულმა ნათესავებმა კი გარდაცვლილი საზარელ ვითარებში, სრულიად გახრწნილი გადაიბარეს, რადგან სხეული 50 საათზე მეტხანს იყო მაცივრის გარეთ დატოვებული. 

მოწმეები აცხადებენ, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა.

დაწყებულია ადმინისტრაციული გამოძიება, რომლის შედეგადაც უკვე გამოვლენილია 6 პასუხისმგებელი პირი. 

ბრალდებულებს დღეს საღამოს დაკითხავენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *