მატიში მომხდარი ტრაგედიიდან 7 წლის შემდეგ ხანძრის ერთ-ერთი მსხვერპლი ტრაგიკულ დღეს იხსენებს
მატიში მომხდარი ტრაგედიიდან 7 წლის შემდეგ ხანძრის ერთ-ერთი მსხვერპლი ტრაგიკულ დღეს იხსენებს
მატიში გაჩენილი დამღუპველი ხანძრიდან, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 7 წელი გავიდა, თუმცა ტრაგედიის მიერ დასმული დაღი წარუშლელი რჩება.
იოანნა ღატოპულუ, ერთ-ერთი მსხვერპლთაგანია, რომელმაც მრავალგზის დამწვრობა მიიღო იმ საზარელ დღეს. მან გაიხსენა თუ როგორ აღმოჩნდა ზღვა მისი ერთადერთი თავშესაფარი და გადარჩენის გზა: “ზღვისკენ გავემართე პირდაპირ, ძალიან ახლოს იყო და დავინახე რომ პოსიდონოს გამზირზე ავტომანქანები 4 რიგად იდგნენ. არადა ძალიან ვიწრო გზაა და ორზე მეტი მანქანა წესით არ ეტევა. ბევრი მანუვრის გაკეთება მომიწია რომ ბილიკზე გავსულიყავი. აღნიშნული ბილიკის არსებობის შესახებ მხოლოდ ადგილობრივებმა ვიცოდით. როგორც კი სანაპიროზე ჩავედი ეგრევე წყალში შევვარდი, როგორც ყველა ჩემი მეზობელი. სულ მცირე 3 საათი მაინც ვცურავდით. ქარს ნაპირისგან შორს მივყავდით, ევიას მხარეს. როცა დავინახეთ რომ უკვე ყველაფერი დაიწვა უკან მივბრუნდით. სწორედ მაშინ, როცა წყლიდან ამოვედი, მივხვდი რომ სრულიად დამწვარი ვიყავი. სახლიდან რომ გამოვედი სხეულის იმ ნაწილებში, რომლებიც დაფარული არ მქონდა ვიგრძენი რომ რაღაც პატარა კენჭებივით მქონდა, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია. აი წყლიდან რომ ამოვედი უკვე აუტანელი ტკივილი დამეწყო. საშველად ვერავინ მოვიდა, რადგან სახმელეთო გზით ვერ ახერხებდნენ მოსვლას. არავინ იფიქრა იმაზე, რომ ერთი ნავი მაინც გამოეგზავნათ და დაშავებულებისთვის დახმარება გაეწიათ. საათობით მოგვიწია ლოდინი იმ კვამლში.”
