Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთი მსოფლიოში წყლის დეფიციტის რისკის მხრივ მე-19 ადგილზეა

საბერძნეთი მსოფლიოში წყლის დეფიციტის რისკის მხრივ მე-19 ადგილზეა

საბერძნეთი მსოფლიოში მე-19 ადგილს იკავებს წყლის დეფიციტის რისკის მხრივ. აღნიშნულ ფენომენს კი კლიმატის ცვლილება, ისევე როგორც წყლის არასწორი და გადაჭარბებული მოხმარება მკვეთრად აუარესებს. 

მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნალექის შემცირება და წყლის გადაჭარბებული გამოყენება როგორც სარწყავი, ასევე საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის დღითდღე უფრო ამწვავებს წყლის დეფიციტის პრობლემას.

სწორედ ამიტომ კირიაკოს მიცოტაკისის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეხვედრაზე აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მეთოდების განსახილველად გადაწყდა, რომ უნდა გაიწეროს ეროვნული გეგმა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გადაჭრის პრობლემას მომდევნო 30 წლის განმავლობაში.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წყალი არის და დარჩება საზოგადოებრივი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსად და საბერძეთის სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს აღნიშნული რესურსის შესანარჩუნებლად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *