Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

პატრა: მღვდელმა დაარწმუნა ქალი, რომელსაც დეპრესია ჰქონდა შეეწყვიტა მედიკამენტების მიღება და მისი “განკურნება” ეგზორციზმის რიტუალით სცადა

საჩივარი აღიძრა პატრაში ერთ-ერთი მღვდლის მიმართ, რომელმაც ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე 32 წლის ქალი, რომელიც მძიმე ფორმის დეპრესიით იტანჯებოდა, დაარწმუნა შეეწყვიტა ფსიქიატრის მიერ დანიშნული შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა, რადგან ის მისი თქმით “დემონური” ძალების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით    მღვდელი, რომელიც  ბოროტად სარგებლობს ფსიქიატრული პრობლემების მქონე პაციენტების ჯანმრთელობით, ერთ-ერთი ყველაზე  ცნობილი სასულიერო პირია და არ ყოყმანობს არათუ “ფსიქიატრიული რჩევების” მიცემას, არამედ ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანების „მკურნალობასაც“.

როგორც 32 ქალი აცხადებს, მამამ ვერ გაუძლო მის მძიმე ფსიქოლოგიურ  მდგომარეობას  და სანამ ის უკვე მკურნალობდა ფსიქიატრთან, მღვდელთან მიიყვანა, რომელმაც მას ურჩია  შეეწყვიტა მედიკამენტების მიღება, სპეციალური მარხვა დაეცვა და ეგზორციზმის მსგავსი რიტუალი ჩაუტარა, რადგან ქალს მისი თქმით “დემონი” ჰყავდა დაუფლებული.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ითხოვა მღვდელმა მისგან თანხა, ქალმა კატეგორიულად უპასუხა, რომ არა,  თუმცა მისი თქმით  მამამ თავისი ნებით დატოვა „რაღაც“ ეკლესიისთვის.

ამის შემდეგ 32 წლის ქალმა  გარკვეული დროით შეწყვიტა ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა და რა თქმა უნდა “დემონი“ არ გაქრა! მისი  მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და როგორც ის ამბობს, თვითმკვლელობის საფრთხის წინაშეც იდგა.

მან მაშინვე ისევ მიმართა ფსიქიატრს, რომელიც მომხდარი ფაქტით შოკირებული დარჩა. ქალმა კვლავ განაგრძო ექიმის მეთვალყურების ქვეშ მკურნალობა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა სტაბილურ რეჟიმში ჩადგა.

პატრას სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტის, ანა მასტორაკუს თქმით, მომხდარზე  ოფიციალური საჩივარი ჯერ არ გაკეთებულა.

ზოგადად კი ფსიქიატრები და ფსიქოლოგები ერთხმად აღნიშნავენ და ადასტურებენ, რომ ზოგიერთი მღვდელი არ ცნობს ფსიქოლოგიურ პრობლემებს როგორც დაავადებას და მათ გადაჭრას ეგზორციზმით და მსგავსი რელიგიური რიტუალებით ცდილობს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *