ნემესისმა საჩივარი შეიტანა ტავერნის წინააღმდეგ, რომელიც ცოცხალ ლობსტერებს წვავდა
დაახლოებით ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კარპათოსში ერთ-ერთ ტავერნაში თევზის ცოცხლად შეწვის ფაქტმა საზოგადოება აღაშფოდა, ამჯერად კი პროტესტი გამოიწვია კვლავ მომხდარმა მსგავსმა შემთხვევამ, ოღონდ ლობსტერებთან დაკავშირებით.
ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული, ჩანს, რომ ათენის სამხრეთ გარეუბანში მდებარე ტავერნაში ცოცხალ ლობსტერებს წვავენ… აღნიშნულმა ვიდეომ მნახველების აღშფოთება გამოიწვია.
“ტავერნა სამხრეთ გარეუბანში ცოცხალ ლობსტერებს წვავს და ამით სიამოვნებას იღებენ. უგზავნიან მუქარის შემცველ და ირონიულ ვიდეოებს ყველას, ვინც უარყოფით კომენტარს აკეთებს მათ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე. ცხოველების წინააღმდეგ ჩადენილ მორიგ ამაზრზენ დანაშაულთან გვაქვს საქმე”- აცხადებს ნემესისი (საბერძნეთის ცხოველთა და გარემოს დაცვის ფედერაცია), რომელმაც აღნიშნული რესტორნის წინღმდეგ საჩივარი შეიტანა და რამდენიმე დღეა ელოდება ხელისუფლების მოქმედებას. “ბევრ ტავერნას აქვს ცოცხალი ლობსტერები ყინულში. ყინული აიძულებს ლობსტერებს გადაადგილდნენ, მაგრამ ისინი ცოცხალი რჩებიან და განიცდიან ტკივილს”-ნათქვამია ფედერაციის მიერ მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
