Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
Uncategorized

საბერძნეთმა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი ჩამოართვა პალესტინელს, რომელმაც ჰამასთან ერთად ისრაელში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა აღნიშნა

საბერძნეთმა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი ჩამოართვა პალესტინელს, რომელმაც ჰამასთან ერთად ისრაელში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა აღნიშნა

დაუყოვნებლივ ჩამოართვა პოლიტიკური თავშესაფრის სამსახურმა პალესტინელს იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მას შემდეგ, რაც სამსახურმა სტატუსის მინიჭების პროცესში იხილა ვიდეო, სადაც კანდიდატი ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასთან ერთად 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელში, კერძოდ კიბუცში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე მომხდარ თავდასხმას ზეიმობდა.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ემიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრის, თანოს პლევრისის ინიციატივით, რომელმაც კონსულტაცია გაიარა ევროპის ებრაულ კავშირთან (EJA), ბელგიის ხელისუფლებასთან და ათენში ისრაელის საელჩოსთან.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ფოტო-ვიდეო მასალა თავშესაფრის კანდიდატის პირადი Facebook გვერდიდან ამოიღო, სადაც კანდიდატი ტერორისტულ თავდასხმას მხარს უჭერდა. 

კანდიდატი მოჰანად ალკათიბია, რომელსაც იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 2025 წლის მარტში მიენიჭა. სტატუსის მიღების შემდეგ მოჰანად ალკათიბი ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც თავიდან მოითხოვა თავშესაფარი და სწორედ განაცხადის ხელახლა განხილვის პროცესში აღმოაჩინეს პასუხისმგებელმა ორგანოებმა ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც სტატუსის ჩამორთმევის მიზეზი გახდა. 

მოჰანად ალკათიბის პირად გვერდზე ასევე ატვირთული აქვს ფოტოსურათი, სადაც ჰამასის ლიდერთან, ისმაილ ხანიღიესთან ერთად პოზირებს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *