Latest news
საბერძნეთი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სიმსივნური უჯრედების ადრეული გამოვლენის კვლევაში მონაწილ... ხანდაზმულთა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის 30% მედიკამენტებთან არის დაკავშირებული ოლიმპიის გზატკეცილზე მოძრავ ავტომობილებს ქვებს ესვრიან MedWatch-ის კონტროლი სტომატოლოგებზე, ფიზიოთერაპევტებსა და დიეტოლოგებზეც ვრცელდება იოანნა ღაკა გიორგოს მაზონაკისის მკურნალობის დეტალებზე საუბრობს ათენში ყველაზე მასშტაბური ავტომობილების გამოფენა გაიხსნა სიმონოპეტრას შემდეგ ალექსის ციპრასი ვატოპედის მონასტერს ესტუმრა მეთევზეებმა სალონიკის პორტი სიმბოლურად გადაკეტეს საბერძნეთი: 5 ოქტომბრამდე ამინდი  მნინშვნელოვნად გაუარესდება რას ითხოვენ ბერძენი მეთევზეები
კვირა, ოქტომბერი 4, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

გაზის სუნი ქარხანაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იდგა – რით იმართლებს თავს ქარხნის მფლობელი

გაზის სუნი ქარხანაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იდგა – რით იმართლებს თავს ქარხნის მფლობელი

გაზის შემაწუხებელ სუნზე, რომელიც ბოლო თვეებში პერიოდულად, ზოგჯერ მძაფრად, ხანდახან კი შედარებით მსუბუქად იგრძნობოდა, ქარხნის თანამშრომლებმა ხანძრის განზრახ გაჩენის შემთხვევების გამოძიების დეპარტამენტთან ისაუბრეს.

თანამშრომლების მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე დგინდება, რომ თანამშრომლებმა მილებიდან გაჟონილ გაზის სუნთან დაკავშირებით უფროსები საქმის კურსში ჩააყენეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა ქარხნის მფლობელსაც, თუმცა ქარხანაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აღნიშნული სუნი კანალიზაციიდან მოდიოდა და არა ბუნებრივი აირის მილებიდან. 

სმენის უფროსმა, რომელიც პოლიციამ დააკავა, გამომძიებელს განუცხადა, რომ იცოდა სუნის შესახებ და გაფრთხილებული ჰყავდა პასუხისმგებელი პირები.

რაც შეეხება უსაფრთხოების დაცვის სპეციალისტს, მან დაკავებისას განაცხადა, რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *