საგზაო მოძრაობის წესები: ცვლილებები სანომრე ნიშნებთან დაკავშირებით
საგზაო მოძრაობის წესები: ცვლილებები სანომრე ნიშნებთან დაკავშირებით
საგზაო მოძრაობის წესებში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა, რომლებიც არამხოლოდ უსაფრთხოების დაცვასა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას ისახავს მიზნად, არამედ ავტომანქანის შიდა და გარე მდგომარეობასაც ეხება.
ახალი საგზაო მოძრაობის კოდექსი მკაცრად განსაზღვრავს ავტომანქანისა და მოტოციკლეტების სანომრე ნიშნების მდგომარეობას.
კანონმდებლობის მიხედვით ყველა სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს კანონიერად გაცემული სანომრე ნიშნები, რომლებიც სწორად იქნება განთავსებული სატრანსპორტო საშუალებაზე და წაკითხვადი იქნება გარშემომყოფებისთვის. ნებისმიერი ცვლილება სანომრე ნიშნებში, ან მათი გაყალბება შემოწმების ან საგზაო კამერებისგან მისამალად ჩაითვლება სამართალდარღვევად.
დაჯარიმდებიან მძღოლები, რომელთა ავტომანქანებსაც აქვთ დაზიანებული სანომრე ნიშნები, ან რომელთა სანომრე ნიშნებიც დაფარულია ან არ არის ხილვადი გარშემომყოფთათვის, საგზაო პოლიციისა და საგზაო კამერებისთვის.
ჯარიმა შეადგენს 350 ევროს და ითვალისწინებს მართვის მოწმობისა და სანომრე ნიშნების ჩამორთმევას 1 თვის ვადით.
