Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

კუნძული როს ქალბატონი: 10 მეტრის სიმაღლის კლდეზე დგას ქალის ქანდაკება, რომელიც 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საბერძნეთის დროშას  აღმართვის ცერემონიალს

კუნძული როს ქალბატონი: 10 მეტრის სიმაღლის კლდეზე დგას ქალის ქანდაკება, რომელიც 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საბერძნეთის დროშას  აღმართვის ცერემონიალს

კასტელორიზის მერი ნიკოლაოს აზვესტისი და ცნობილი მოქალდაკე ევაგელოს ტიმბასი ეწვივნენ კუნძულ როს გუშინ, 23 მარტს, რათა დაიწყონ ქანდაკების დამონტაჟების სამუშაოები, რომელიც ლეგენდარული ქალბატონის, დესპინა ახლადიოტის საპატივცემულოდ აღიმართება.

კასტელორიზის მერი და მოქანდაკე კუნძულ როს ქალბატონის საფლავსაც ესტუმრნენ დესპინა ახლადიოტის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, შემდეგ კი ქანდაკების დამონტაჟების ადგილის შესარჩევად გაემართნენ.

ადგილი, სადაც ქანდაკება აღიმართება ზღვის დონიდან 10 მეტრის სიმაღლეზეა. 

ნიკოლაოს აზვესტისმა აღნიშნულ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა: “ევაგელოს ტიმბასმა ისტორიისადმი აბსოლუტური პატივისცემით, ფაქტების სიზუსტითა და ხელოვნებისადმი სიყვარულით აღბეჭდა ის ამაღელვებელი მომენტი, როცა ლეგენდარულმა ქალბატონმა დესპინა ახლადიოტიმ კუნძული როდან, უშიშრად აღმართა კლდეზე საბერძნეთის დროშა. ეს ქანდაკება იქნება თავგანწირვის, პასუხისმგებლობისა და ეროვნული ღირსების მარადიული სიმბოლო.”

ქალბატონი კუნძული როდან, დესპინა ახლადიოტი (1890-1982) ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისადმი ჩამოყალიბებული ორგანიზაციის წევრი იყო და ის 40 წლის განმავლობაში 1943 წლიდან გარდაცვალებამდე, უშიშრად აღმართავდა საბერძნეთის დროშას ყოველ დღე. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *