Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ

ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ

კოლოკოტრონის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მცხოვრებმა ჩვენება მისცა იმის შესახებ, თუ რა მოხდა გამთენიისას ათენის ცენტრში მდებარე შენობაში, სადაც ქალი კორპუსის ღია სივრცეში გარდაცვლილი იპოვეს.

მოწმე აცხადებს, რომ ჩხუბის ხმა გამთენიის 4:20 საათზე შემოესმა: “სადღაც 4:20 საათზე ქალის ყვირილი შემომესმა. მალევე ჩხუბის ხმა გაძლიერდა, შემდეგ გაჩუმდნენ და მხოლოდ ჩურჩულის ხმაღა მესმოდა. ინგლისურად ლაპარაკობდნენ. ქალი ამბობდა: “გააღე, ვწუხვარ, დაბრუნდი.” თუმცა არ მესმოდა რას პასუხობდა კაცი. ჩხუბის და ჩურჩულის შემდეგ უკვე ფანჯრის მსხვრევის ხმა გავიგე. ამ დროისთვის უკვე გამოძახებული მყავდა პოლიცია. როდესაც პოლიცია მოვიდა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. ამიყვანეს და მაჩვენეს თუ საიდან შემომესმა მინის მსხვრევის ხმა.” – აცხადებს მოწმე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *