Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
შაბათი, აპრილი 25, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის

იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის

საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოსა და ათენისა და მაკედონიის საინფორმაციო სააგენტოების თანამშრომლობის საფუძველზე პირველად ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, რომლის მიზანიც ბავშვებში პატარა ასაკიდანვე კანონის უზენაესობის ძირითადი პრინციპების ჩანერგვა და განმტკიცებაა, რათა ცნობიერებაში ჩანერგილი პრინციპები დაეხმაროთ მათ ცხოვრების სწორად წარმართვაში. 

იმიტირებულ სასამართლო პროცესზე მოსამართლეებმა თავად შეითავსეს როგორც ბრალდებულის, ასევე პროკურორის, მოწმეებისა და საბჭოს პრეზიდენტის როლები.

საგანმანათლებლო ხასიათის იმიტირებული სასამართლო პროცესის სულის ჩამდგმელი სახელმწიფო საბჭოს საპატიო ვიცე-პრეზიდენტი, იოანის ღრავარისია. სასამართლო პროცესს სახელად “ვაშლებანი მასწავლებელი” ეწოდა.

ამ იმიტირებულ სასამართლო პროცეს/თამაშში ბავშვებმა გამოავლინეს უნაკლო ქცევა და ადაპტაციის უნარი. პროცესი საბჭოს პლენარული სხდომების დიდ დარბაზში გაიმართა. დარბაზში, სადაც ყოველთვის იმართებოდა უმაღლესი სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის ისტორიული სასამართლო პროცესები საბჭოს 79 წლიანი არსებობის განმავლობაში.

იოანის ღრავარისმა აღნიშნა, რომ ყველამ ერთხმად მიიჩნია ბავშვებისთვის ისეთი ფუნდამენტური პრინციპების გადაცემა, როგორიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია, კეთილსინდისიერების პრინციპი და ა.შ. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *