ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა
ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, აპრილში ზაკინთოსში ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი დაინფიცირებული 74 წლის მამაკაცია, რომელიც კუნძულზე ლეპტოსპიროზით გამოწვეული სერიოზული ინფექციის შედეგად საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევისა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულთა ასაკი 21 და 34 წელია. 21 წლის ახალგაზრდა უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო მეორე ამ დრომდე გადის მკურნალობას. ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ მხოლოდ 3 შემთხვევა არ არის საკმარისი საგანგაშო მდგომარეობის გამოსაცხადებლად, რადგან პაციენტები კუნძულის სხვადასხვა რეგიონებიდან იყვნენ. რეგიონებს შორის მანძილი კი 1,5-დან 5 კილომენტრამდე მერყეობს. პაციენტები არ არიან ნათესავები და არც საერთო სამუშაო გარემოში უწევთ მოხვედრა.
