საბერძნეთის საგადასახადო სამსახურმა myDATAapp-ის ახალი ვერსია წარადგინა
საბერძნეთის საგადასახადო სამსახურმა myDATAapp-ის ახალი ვერსია წარადგინა
საბერძნეთის დამოუკიდებელმა საჯარო შემოსავლების ორგანომ (AADE) მობილური აპლიკაციის myDATAapp-ის განახლებული ვერსია წარადგინა, რომელიც ბიზნესებისთვის ახალი ფუნქციებითა და გაუმჯობესებული სერვისებით არის აღჭურვილი.
AADE-ის განცხადებით, განახლება ხელს უწყობს საგადასახადო სერვისების ციფრულ მოდერნიზაციას და ამარტივებს კომპანიების ადაპტაციას საქონლის ციფრული გადაადგილების სისტემის მეორე ფაზის მოთხოვნებთან.
სიახლეები, რომლებსაც აპლიკაციაში დაამატებენ შემდეგია:
ახალი ვერსია (1.0.18.29) მომხმარებლებს საშუალებას აძლევს:
- შექმნან და მართონ საქონლის ტრანსპორტირების ახალი ტიპის დოკუმენტები;
- გამოიყენონ „უკუ ტრანსპორტირების“ ფუნქცია კონკრეტული გადაზიდვებისთვის;
- გააგზავნონ დოკუმენტები ინტერნეტთან კავშირის დროებითი დაკარგვის შემთხვევაშიც;
- დააფიქსირონ შეფუთვის მონაცემები და მრავალჯერადი რეგისტრაციის კოდები (MARK);
- თითოეული საქონლისთვის ცალკე მიუთითონ ტრანსპორტირების მიზანი.
განახლების ერთ-ერთი მთავარი სიახლეა საქონლის გადაადგილების სრული ციფრული მონიტორინგი. QR კოდის სკანირების ან შესაბამისი ღილაკის გამოყენებით შესაძლებელი ხდება:
- გადაზიდვის დაწყების დაფიქსირება;
- ტვირთის გადატვირთვის რეგისტრაცია;
- ტრანსპორტირების დასრულებისა და მიწოდების დადასტურება;
- მიმღების მიერ მიღების საბოლოო დადასტურება.
აპლიკაციას დაემატა ფუნქცია „რჩეულები“ (Favorites), რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ხშირად გამოყენებული დოკუმენტების შენახვა და მათი ხელახლა სწრაფად გაცემა.
AADE აღნიშნავს, რომ განახლება სრულად შეესაბამება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და კომპანიებს დამატებით დროს აძლევს ახალი სისტემის რეალურ პირობებში გამოსაცდელად, სანამ მისი გამოყენება სავალდებულო გახდება.
დამატებითი ინსტრუქციები და საინფორმაციო მასალები ხელმისაწვდომია AADE-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო მომხმარებლებს დახმარების მიღება შეუძლიათ სერვის my1521-ის მეშვეობით როგორც ტელეფონით, ასევე ონლაინ რეჟიმში.
