Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სალონიკი საბერძნეთის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეონისკენ მოუწოდებს

სალონიკი საბერძნეთის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეონისკენ მოუწოდებს

სალონიკი კვირას, 14 ივნისს განსაკუთრებულ მოვლენას უმასპინძლებს. ინიციატივა აერთიანებს კულტურას, მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და საზოგადოების მხარდაჭერას გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შესასვლელად ყველაზე დიდი ზეიბეკიკოს შესრულებისთვის. 

Alzheimer Hellas და მისი მეგობართა ასოციაცია საბერძნეთიდან და უცხოეთიდან ყველა მსურველს იწვევს მონაწილეობა მიიღონ რეკორდის დამყარების მცდელობაში, რომელიც დღეს 14 ივნისს, შუადღის 12:00 საათზე, არისტოტელეს მოედანზე გაიმართება.

ღონისძიება სახელწოდებით „Guinness World Records™ Title Attempt for the Largest Zeibekiko Dance“ასობით მონაწილეს გააერთიანებს. ისინი სპეციალურად მომზადებულ ქორეოგრაფიას სინქრონულად შეასრულებენ და მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდებიან.

თუმცა ღონისძიების მთავარი მიზანი მხოლოდ რეკორდის დამყარება არ არის. ინიციატივას მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც აქვს და ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, ასევე მხარს უჭერს Alzheimer Hellas-ის საქმიანობას, რომელიც პაციენტებსა და მათ ოჯახებს ეხმარება.

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება მეხსიერების, იმედისა და სოლიდარობის სიმბოლურ გზავნილს ატარებს. ამავდროულად, ის წარმოაჩენს ბერძნული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ელემენტს ზეიბეკიკოს, ტრადიციულ და ემოციურ ხალხურ ცეკვას.

მონაწილეთა უკეთ მოსამზადებლად ღია რეპეტიციები 12 და 13 ივნისს გაიმართება Thessaloniki International Exhibition-ის მე-5 პავილიონში. მსურველები შეძლებენ ქორეოგრაფიის შესწავლას, გაეცნობიან მონაწილეობის წესების და მოემზადებიან რეკორდის დღისათვის. 

სხვადასხვა ასაკის მოქალაქეების ჩართულობით სალონიკის მუნიციპალიტეტი იმედს იტოვებს, რომ ზეიბეკიკო ისტორიაში ახალ ფურცელს დაწერს და მსოფლიოს ერთიანობის, კულტურისა და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან გზავნილს გაუგზავნის.

მოწვევა კვლავ ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს ამ ისტორიულ ღონისძიებაში, რომელიც ცეკვას, ქველმოქმედებასა და ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *