ბერძენ აბიტურიებტებს ეროვნული გამოცდების შედეგები ივნისის ბოლომდე ეცოდინებათ
ბერძენ აბიტურიებტებს ეროვნული გამოცდების შედეგები ივნისის ბოლომდე ეცოდინებათ
საბერძნეთის განათლების მინისტრმა სოფია ზახარაკიმ განაცხადა, რომ 2026 წლის ეროვნული გამოცდების ქულები 26-29 ივნისს გამოქვეყნდება, ხოლო უნივერსიტეტებში ჩარიცხვის საბოლოო შედეგები ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი.
მინისტრმა ასევე ისაუბრა უმაღლეს სასწავლებლებში მიღების სისტემის შესაძლო ცვლილებაზე. მისი თქმით, სპეციალური სამუშაო ჯგუფები უკვე ამუშავებენ „ეროვნული ატესტატის“ მოდელს, რომელიც მომავალში შესაძლოა ეროვნული გამოცდების ალტერნატივად იქცეს.
ზახარაკიმ ხაზი გაუსვა სახელმწიფო და უფასო უცხო ენის სერტიფიკატის მნიშვნელობასაც, რაც ოჯახების საგანმანათლებლო ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე, უნივერსიტეტებში ზოგიერთი მოძველებული პროგრამა შესაძლოა გაუქმდეს და ახალი სპეციალობებით ჩანაცვლდეს.
მინისტრის თქმით, ეროვნული გამოცდების გაუქმება უახლოეს წლებში არ იგეგმება და ცვლილებები არ შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც ამჟამად გიმნაზიასა და ლიცეუმში სწავლობენ. ამასთან, 2027 წლიდან სკოლებში ეტაპობრივად დაინერგება ახალი სახელმძღვანელოები, სასწავლო პროგრამები და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა.
რაც შეეხება ჩარიცხვის მინიმალურ ქულებს (ბაზებს), მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პროგნოზების გაკეთება ჯერ ნაადრევია.
