Latest news
საბერძნეთი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სიმსივნური უჯრედების ადრეული გამოვლენის კვლევაში მონაწილ... ხანდაზმულთა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის 30% მედიკამენტებთან არის დაკავშირებული ოლიმპიის გზატკეცილზე მოძრავ ავტომობილებს ქვებს ესვრიან MedWatch-ის კონტროლი სტომატოლოგებზე, ფიზიოთერაპევტებსა და დიეტოლოგებზეც ვრცელდება იოანნა ღაკა გიორგოს მაზონაკისის მკურნალობის დეტალებზე საუბრობს ათენში ყველაზე მასშტაბური ავტომობილების გამოფენა გაიხსნა სიმონოპეტრას შემდეგ ალექსის ციპრასი ვატოპედის მონასტერს ესტუმრა მეთევზეებმა სალონიკის პორტი სიმბოლურად გადაკეტეს საბერძნეთი: 5 ოქტომბრამდე ამინდი  მნინშვნელოვნად გაუარესდება რას ითხოვენ ბერძენი მეთევზეები
კვირა, ოქტომბერი 4, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: რჩევები აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტების ასარჩევად

საბერძნეთი: რჩევები აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტების ასარჩევად

საბერძნეთში 2026 წლის ეროვნული გამოცდების მონაწილეები უნივერსიტეტებში ჩარიცხვის განაცხადის (Μηχανογραφικό) შევსებისთვის ემზადებიან. კარიერული კონსულტანტები აბიტურიენტებს ურჩევენ, არჩევანი საკუთარი ინტერესებისა და მიზნების მიხედვით გააკეთონ და არა მხოლოდ გასული წლის გამსვლელი ქულების ან ფაკულტეტის პრესტიჟის გათვალისწინებით.

სპეციალისტების რეკომენდაციით, განაცხადის შევსებისას მნიშვნელოვანია:

  • დეტალურად გაეცნონ სასურველი ფაკულტეტების სასწავლო პროგრამებს;
  • პირველ ადგილზე მიუთითონ ის მიმართულება, რომელიც ყველაზე მეტად სურთ, მიუხედავად გასული წლის გამსვლელი ქულისა;
  • შეიტანონ როგორც პრესტიჟული, ისე ალტერნატიული არჩევანები;
  • საბოლოო გაგზავნამდე განაცხადი რამდენიმე დღით შეინახონ და შემდეგ კიდევ ერთხელ გადაამოწმონ.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება შრომის ბაზარს ცვლის, ამიტომ მომავალში განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნება არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ ისეთი უნარები, როგორიცაა კომუნიკაცია, ემოციური ინტელექტი, მოქნილობა და ადაპტაციის უნარი.

მათივე შეფასებით, წარმატებული კარიერისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება კონკრეტულ სპეციალიზაციასა და ახალი ტექნოლოგიების ცოდნას და არა მხოლოდ უნივერსიტეტის დიპლომს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *