Latest news
როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა
კვირა, აგვისტო 23, 2026
საბერძნეთიUncategorized

მჯეროდა რომ გაუფრთხილებლად წავიდა სადღაც – აცხადებს ჩინელი თარჯიმნის მეუღლე

მჯეროდა რომ გაუფრთხილებლად წავიდა სადღაც – აცხადებს ჩინელი თარჯიმნის მეუღლე

50 წლის იუ ტინგის გაუჩინარების საქმეს ამ დრომდე იძიებს საბერძნეთის პოლიცია. ქალი არტემიდაში 20 მაისის შემდეგ გაუჩინარდა. მისმა მეუღლემ ვასილის კარავასილისმა პოლიციაში მეუღლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადება გაუჩინარების დღიდან 20 დღის შემდეგ შეიტანა. დაგვიანებით განცხადების შეტანის მიზეზებზე კი Live News-ის ეთერში ისაუბრა: “ნერვიულობა 25 მაისიდან დავიწყე, რადგან არ პასუხობდა ჩემს შეტყობინებებს და როცა დარეკვას ვცდილობდი ზარი არ გადიოდა. მაგრამ ეს ყველაფერი მთლად უჩვეულო არ ყოფილა. რადგან დავუშვი, რომ შეიძლება მეტროში ყოფილიყო და ტელეფონი არ იჭერდა. მაგრამ 25 რიცხვიდან უკვე ჩემს ძმას ვთხოვე შეემოწმებინა ჩვენი საცხოვრებელი სახლი გარედან. ჩემმა ძმამ შეამოწმა სახლი და მითხრა, რომ ყველაფერი რიგზეა, კარი ჩაკეტილი, ფანჯრები ჩამსხვრეული არ არის. გაბრუნდა უკან და სახლი აღარ შეგვიმოწმებია. დავუშვი, რომ სადმე წავიდა და არ გამაფრთხილა. ვთვლიდი რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ წავიდა და არ ჩათვალა ჩემი გაფრთხილება საჭიროდ. მე ჩინეთში ვიყავი მივლინებაში და ამიტომ არ შემეძლო თავად მომეძიებინა მისი კვალი. ინტერნეტის ცუდი ხარისხის გამო წვდომაც არ მქონდა სახლში დამონტაჟებულ კამერებზე. ერთია რომ ნერვიულობ და მეორეა რომ განცხადებას აკეთებ პოლიციაში, რომ შენი მეუღლე გაუჩინარდა. სპატას პოლიციის შენობაში ჩემი ძმა მივიდა განცხადების შესატანად. პოლიციელები არ იღებდნენ გაუჩინარების განცხადებას, რადგან თვლიდნენ, რომ დასასვენებლად წავიდა და არ შემატყობინა. ან სახლიდან ფული წაიღო და ამიტომ გაუჩინარდა. მსგავსი ვარაუდები წაუყენეს ჩემს ძას. ჩემი ძმა პოლიციის შენობაში მას შემდეგ მივიდა, რაც სახლის მეორე გასაღებით სახლში შევიდა და ნახა შენობის შიგნით არსებული მდგომარეობა. მისი პირადი ნივთები სახლშია ისევ. ერთადერთი, რაც სახლში არ არის, ბენზინგასამართ სადგურთან დაკავშირებული დოკუმენტებია , რომლებიც ჩანაწერებიდან ჩანს, რომ გაუჩინარების დღეს თან არ წაუღია, რადგან არაფერი დიდი არ ეჭირა ხელში. ასევე გატანილია სახლიდან მისი დიპლომი, ბინადრობის მოწმობა, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტი სულ ჩანთაში ჰქონდა.” 

გაუჩინარებული ქალის მეუღლე გამორიცხავს, რომ იუ ტინგი თავისი ნებით წავიდა სახლიდან. თვლის, რომ ის მოიტაცეს, თუმცა გამოსასყიდს რომ არ ითხოვენ ეს ამ ვარაუდს ეჭვქვეშ აყენებს. უკანასკნელ ვარაუდად მკვლელობას ასახელებს, თუმცა უჭირს მიზეზის დასახელება. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *