Latest news
მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა კურიერით ამანათის მიღებისას ნაღდი ანგარიშსწორების შესაძლებლობა უქმდება ფილიპოს კამბურისის ყოფილი თანამშრომელი განცხადებას აკეთებს სალონიკი: ბინის მეპატრონეს სტუდენტის ფარულად გადაღებისთვის 2 წლით პატიმრობა შეეფარდა საბერძნეთი: ეკლესია სასულიერო პირების სოც.ქსელებში აქტიურობის წესების განსაზღვრას ცდილობს კიფსელი: მეტროს მშენებლობითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული შენობებისთვის ჩატარებული ექსპერტიზის დო... ათონის მთის ადმინისტრატორი: მონასტრები რომ პოლიტიკურ პარტიებს მხარს უჭერენ ეს ყველასთვის კარგად ცნობ... რა უნდა გვედოს ავტომანქანის აფთიაქში ჯარიმის თავიდან ასაცილებლად  საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება
ხუთშაბათი, ოქტომბერი 8, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბერძნეთი: მომავალი კვირის ამინდის პროგნოზი

საბერძნეთი: მომავალი კვირის ამინდის პროგნოზი

დასავლეთ ევროპას კიდევ ერთი ძლიერი სიცხის ტალღა გადაუვლის, თუმცა მეტეოროლოგების შეფასებით, საბერძნეთი ჯერჯერობით კლასიკურ სიცხის ტალღას (კავსონას) გადაურჩება. ამის მიზეზი ეგეოსის ზღვაში ძლიერი ჩრდილოეთის ქარებია, რომლებიც ჰაერის მასების გადახურებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

მეტეოროლოგ ღიორღოს ცატრაფილიასის პროგნოზით, კვირის ბოლოს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა ძლიერი ქარები უკიდურესი სიცხის გავრცელების შესაძლებლობას შეამცირებს.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, 7 ივლისს, სამშაბათს, ქვეყნის მასშტაბით უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. შუადღის შემდეგ კონტინენტურ ნაწილში ღრუბლიანობა მოიმატებს და მაკედონიის, თრაკის, ცენტრალური საბერძნეთისა და პელოპონისის მთიან რაიონებში ხანმოკლე, ადგილობრივი წვიმასაც გამოიწვევს.

დღის მაქსიმალური ტემპერატურა კონტინენტურ საბერძნეთში, კრეტასა და დოდეკანისას კუნძულებზე 34–35 გრადუსს მიაღწევს, ხოლო კვირის ბოლოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 39 გრადუსამდეც მოიმატებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *