Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
საბერძნეთიUncategorized

როდოსზე მომხდარი ავარიის შემდეგ ტურისტის გაძარცვის საქმეზე ბიძა და ძმისშვილი დააკავეს

როდოსზე მომხდარი ავარიის შემდეგ ტურისტის გაძარცვის საქმეზე ბიძა და ძმისშვილი დააკავეს

როდოსზე 44 წლის ბრიტანელი ტურისტის ძარცვის საქმეზე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოხდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში დატოვეს 32 წლის კაცი და მისი 19 წლის ძმისშვილი.

გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულებთან ერთად საქმეში ფიგურირებს 35 წლის ქალი, რომელიც ამ დრომდე იძებნება. სამივე პირს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ ძარცვაში ედება.

დაკავებულები უარყოფენ წაყენებულ ბრალს და ირწმუნებიან, რომ მათი ავტომობილი მხოლოდ შეეჯახა ბრიტანელი ტურისტის მანქანას. შეჯახების შემდეგ მხარეებს შორის მხოლოდ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ძარცვას ადგილი არ ჰქონია.

თუმცა, პროკურორმა და მოსამართლემ მათი განმარტებები არასაკმარისად მიიჩნიეს და ორივე ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ინციდენტი 2026 წლის 7 ივლისს, შუაღამის შემდეგ, როდოსზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ბრიტანელი ტურისტი ბრალდებულების ავტომობილს აედევნა. როდესაც სამი მგზავრი მანქანიდან გადავიდა, მათ ძალის გამოყენებით ტურისტს მობილური ტელეფონი, ფული და პირადი დოკუმენტები წაართვეს.

დაზარალებულმა მომხდარის შესახებ როდოსის პოლიციას აცნობა. პოლიციამ მალევე დააკავა 32 წლის კაცი და მისი 19 წლის ძმისშვილი, ხოლო 35 წლის ქალი კვლავ ძებნაშია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *