ევსომოს: რატომ დაწვა 35 წლის კაცმა მისი რძლის ავტომანქანა
ევსომოს: რატომ დაწვა 35 წლის კაცმა მისი რძლის ავტომანქანა
სამართალდამცავი ორგანოებისთვის ამ დრომდე დაუდგენელია მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა 35 წლის კაცმა ევსომოდან მისი რძლის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება.
35 წლის კაცმა თანამზრახველთან ერთად 10 ივლისს მისი ძმის ცოლის მანქანის შუშა ჩაამსხვრია, მანქანაში აალებადი ნივთიერება შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.
პოლიციამ 35 წლის კაცი უკვე დააკავა, თუმცა ამ დრომდე ეძებს მის თანამზრახველს რომლის ვინაობაც ჯერ დადგენილი არ არის.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული არ ასახელებს ცეცხლის წაკიდების მიზეზს.
Facebook Comments Box
