Latest news
საბერძნეთი: სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის განაცხადების მიღება 16 ივლისს სრულდება არის თუ არა ჭარბწონიანობა ქრონიკული დაავადება სუპერმარკეტების ავტოსადგომები – პარკირებისა და ელექტრომობილების დამუხტვის ახალი შესაძლებლობა წარმოადგენს თუ არა საფრთხეს ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გემით გადაყვანა ევსომოს: რატომ დაწვა 35 წლის კაცმა მისი რძლის ავტომანქანა ასპროპირღოში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი ერთ-ერთი პაციენტი გარდაიცვალა ვინ იყო პაისი მთაწმინდელი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი წმინდანი ბერძნებისთვის სუროტი: მორწმუნეთა რიგები წმინდა პაისის მიძინების 32 წლისთავზე საბერძნეთი: ხვალიდან დიდი საზაფხულო ფასდაკლებები იწყება საბერძნეთის სკოლებში ცურვის გაკვეთილები IV კლასის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო ხდება
კვირა, ივლისი 12, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ასპროპირღოში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი ერთ-ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ასპროპირღოში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი ერთ-ერთი პაციენტი გარდაიცვალა

12 ივლისს დილით გარდაიცვალა 59 წლის კაცი, რომელსაც ასპროპირღოში გაჩენილი ხანძრის შედეგად სხეულის 90% ჰქონდა დამწვარი. პაციენტი ათენის ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული და ექიმები 11 ივლისიდან აცხადებდნენ, რომ მომდევნო 24 საათს მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება თრიასიოს საავადმყოფოდან მისი ΚΑΤ-ში გადაყვანის გადაწყვეტილება. პაციენს არამხოლოდ სხეულის ზედაპირული დამწვრობა ჰქონდა, არამედ დამწვარი ჰქონდა სასუნთქი გზებიც. 

კრიტიკულია მეორე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელსაც სხეულის 75% აქვს დამწვარი. შეგახსენებთ, რომ 41 წლის კაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ამ დრომდე ექიმების ზედამხედველობის ქვეშ რჩება.

ხანძრის შედეგად ჯამში 11 ადამიანი დაშავდა, თუმცა 2 მათგანი 11-დან სიცოცხლისთვის იბრძვის. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *