Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთი

კუნძულ როდოსთან ტურისტულ გემზე, რომელზეც 84 მგზავრი იმყოფებოდა, ხანძარი გაჩნდა

დღეს შუადღისას კუნძულ როდოსზესანაპირო დაცვისა და სახანძრო ბრიგადის დიდი მობილიზაცია გამოცხადდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სტენიონის სანაპიროსთან მცურავ ტურისტულ პატარა გემზე მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა.

ინფორმაციის თანახმად, გემზე 82 მგზავრი იმყოფებოდა. მათმა უმრავლესობამ ნავიდან  ზღვაში გადახტომით  უშველა თავს, რადგან ნავი ნაპირთან ძალიან ახლოს იყო.

ისინი სასწრაფოდ გამოიყვანეს ნაპირზე და სასტუმროში დააბინავეს. არც ერთ მათგანს არაფერი დაშავებია და ჯანმრთელები არიან.

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე მივიდნენ როდოსის პორტის ადმინისტრაციის და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები. გვიან შუადღისას გემზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებული იყო,  მაგრამ  ის მთლიანად განადგურდა და სავარაუდოდ ჩაიძირა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *