საჯარო მოხელეები 12 საათიდან გაფიცვას აცხადებენ – საპროტესტო აქცია შუადღის 1 საათზე იგეგმება
საჯარო მოხელეები 12 საათიდან გაფიცვას აცხადებენ – საპროტესტო აქცია შუადღის 1 საათზე იგეგმება
საბერძნეთის საჯარო სექტორის პროფკავშირმა ΑΔΕΔΥ-მ დღეს, ოთხშაბათს, 16 სექტემბერს საჯარო მოხელეებისთვის გაფიცვა გამოაცხადა (στάση εργασίας). გაფიცვის გადაწყვეტილება უკავშირდება პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის მეორე კენჭისყრას.
საჯარო მოხელეები სამუშაოს შეწყვეტენ შუადღის 12:00 საათზე, ხოლო 13:00 საათზე სინდაღმას მოედანზე საპროტესტო აქცია იგეგმება. გადაწყვეტილება ΑΔΕΔΥ-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო, პროფკავშირის გენერალური საბჭოს მიერ მომდევნო პერიოდისთვის დაგეგმილი სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
ΑΔΕΔΥ-ს განცხადებით, მობილიზაციის მიზანია ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების დაგეგმილი მიმართულებების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა. პროფკავშირი განსაკუთრებით შეშფოთებას გამოთქვამს საჯარო სექტორში დასაქმებულთა უვადო სტატუსის (მუდმივობის) მომავალთან დაკავშირებით და ასევე აფრთხილებს საზოგადოებას ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური სფეროების, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება, შესაძლო პრივატიზაციის რისკებზე.
