Latest news
მაზონაკის გარდაცვალების საქმე: მნიშვნელოვანი მოწმეები და სატელეფონო ზარები როდის განახლდება მეტროს მე-4 ხაზზე სამუშაოები - კიფსელის მაცხოვრებლები უსაფრთხოების გარანტიას ითხოვე... ნიკეა: რატომ აიღვანა მძევლად 49 წლის კაცმა საკუთარი პარტნიორი სალონიკი: რატომ დაესხა წყვილი საავადმყოფოს სოც.სამსახურის თანამშრომელს თავს პირეა: სასამართლოში ბომბის შესახებ ზარი შევიდა - სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეწყდა ადვოკატების სასამართლო დარბაზში ქცევის საკითხთან დაკავშირებით ადვოკატებსა და მოსამართლეებს შორის დაპ... კოლონაკის კლინიკაში პლაზმოფერეზის პროცედურას შაბათ-კვირას ფარულად ატარებდნენ იღუმენიცა: 25 წლის პენელოპეს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება ქსანთი: ლეფკოპეტრაში პონტოს ბერძნების გენოციდისადმი მიძღვნილი ძეგლი აღიმართა წვიმა და ჭექა-ქუხილი  აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში 
ხუთშაბათი, სექტემბერი 24, 2026
საბერძნეთიUncategorized

ნიკეა: რატომ აიღვანა მძევლად 49 წლის კაცმა საკუთარი პარტნიორი

ნიკეა: რატომ აიღვანა მძევლად 49 წლის კაცმა საკუთარი პარტნიორი

ათენში, კერძოდ ნიკეაზე, სოფოკლეს ქუჩაზე მდებარე ბინაში მძევლად აყვანილი ქალის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ 49 წლის კაცმა 44 წლის პარტნიორი ბინაში ჩაკეტა.

პოლიციის ჩარევიდან რამდენიმე საათის შემდეგ 44 წლის ქალმა ჟურნალისტებთან მომხდარის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ბოლო პერიოდში მედიკამენტებს სათანადოდ აღარ იღებდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუარესდა.

ქალის განცხადებით, კაცი ყვიროდა და იმუქრებოდა, რომ ბომბს ააფეთქებდა, თუ პოლიცია კვლავ მიუახლოვდებოდა შენობას. მისი თქმით, კაცმა ასევე უთხრა, რომ ჯერ მას მოკლავდა და შემდეგ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა.

44 წლის ქალის თქმით, პარტნიორს მისთვის ფიზიკური ზიანი არასდროს მიუყენებია და, პირიქით, ის წლების განმავლობაში მის გვერდით იყო. როგორც მან აღნიშნა, ისინი დაახლოებით ხუთი წელია ერთად ცხოვრობენ, მას შემდეგ, რაც ორივე მშობელი დაკარგა და საცხოვრებლის პრობლემა შეექმნა.

ქალის განცხადებით, პოლიციის მისვლის დროს მან კარი თავად გააღო, რადგან ეშინოდა, რომ პარტნიორი საკუთარ თავს რამეს დაუშავებდა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 49 წლის კაცი დაფნის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *