Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

რატომ არ რეგისტრირდებიან სტუდენტები უნივერსიტეტებში ჩასარიცხი ქულების მოგროვების შემდეგ

რატომ არ რეგისტრირდებიან სტუდენტები უნივერსიტეტებში ჩასარიცხი ქულების მოგროვების შემდეგ

პატრას უნივერსიტეტის რექტორის, ხრისტოს ბურასის განცხადებით, წელს დაახლოებით 400-მა ჩარიცხულმა სტუდენტმა უნივერსიტეტში რეგისტრაცია საერთოდ არ გაიარა. მისი თქმით, პრობლემას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ოჯახების ფინანსური სირთულეები, სტუდენტური საცხოვრებლისა და გადაადგილების მაღალი ხარჯები და არასახელმწიფო უნივერსიტეტების განვითარება.

რექტორის ინფორმაციით, სტუდენტების კლება მხოლოდ ნაკლებად მოთხოვნად პროგრამებს არ ეხება, რეგისტრაცია არ გაიარა მედიცინის ფაკულტეტის 9 ჩარიცხულმა სტუდენტმაც, ასევე დანაკარგი დაფიქსირდა პოპულარულ საინჟინრო პროგრამებზე.

ბურასი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა მომავალ წლებში დემოგრაფიული შემცირების გამო კიდევ უფრო გამწვავდება. მისი შეფასებით, დღეს საბერძნეთის უმაღლეს სასწავლებლებში დაახლოებით 70 000 ადგილია, მაშინ როცა ჩარიცხულთა რაოდენობა დაახლოებით 60 000-ს შეადგენს. 2040 წლისთვის კი ახალი სტუდენტების რაოდენობა შესაძლოა 30–32 ათასამდე შემცირდეს.

რექტორი საუნივერსიტეტო სისტემის ფართო რეორგანიზაციას, მათ შორის უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების შესაძლო გაერთიანებას არ გამორიცხავს. პარალელურად, პატრას უნივერსიტეტი უცხოენოვანი პროგრამებისა და საერთაშორისო თანამშრომლობების გაფართოებას გეგმავს უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად.

ბურასმა ასევე ყურადღება გაამახვილა სტუდენტურ საცხოვრებელზე. მისი თქმით, ქირის მაღალი ფასების მიუხედავად, შესაბამისი კრიტერიუმების მქონე სტუდენტებს ხელმისაწვდომი საუნივერსიტეტო საცხოვრებლით უზრუნველყოფენ, ხოლო პროცედურების დასრულებამდე უნივერსიტეტი სტუდენტებს უფასო კვებას სთავაზობს.

უნივერსიტეტი ასევე ახორციელებს ხელმისაწვდომობის პროგრამებს სპეციალური ტრანსპორტით ყოველდღიურად გადაადგილდებიან ის სტუდენტები, რომლებსაც მოძრაობის, მხედველობის ან სმენის სირთულეები აქვთ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *