Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მძვინვარებს, გაძარცული და ცეცხლმოკიდებულია შენობები და მაღაზიები, დაკავებულია ასობით ადამიანი

მინიმუმ 45 000 პოლიციელი და ჟანდარმერიის სპეცრაზმი ჯავშანტექნიკით განლაგდა ღამით საფრანგეთში, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა არეულობების გაჩაღებას რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ, რაც პარიზის გარეუბანში პოლიციელმა 17 წლის ახალგაზრდა ბიჭი საგზაო კონტროლის დროს მოკლა.

ამბოხებულებმა დაწვეს  შენობები და მანქანები, გაძარცვეს მაღაზიები, პოლიციამ უკვე 471 ადამიანი დააკავა.

მარსელში კაპიუშონიანები  შეიჭრნენ იარაღის მაღაზიაში და მოიპარეს იარაღი, ასევე, მარსელის ძველი პორტის მიდამოში ძლიერი აფეთქების მომენტი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სამოყვარულო ვიდეოშია აღბეჭდილი. რაიონში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

მარსელის მერმა ბენუა პაიანმა ხელისუფლებას უსაფრთხოების ძალების გაძლიერების თხოვნით მიმართა. „ძარცვისა და ძალადობის სცენები მიუღებელია“, – დაწერა მან Twitter-ზე.

ლიონში, სტრასბურგსა და გრენობლში დაფიქსირდა მაღაზიების ძარცვა და შეტაკებები ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის.

პოპულარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა კილიან მბაპემ პირად Twitter-ზე საფრანგეთის ნაკრებში თანაგუნდელების სახელით ვრცელი ტექსტი გამოაქვეყნა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. “ძალადობა გამოსავალი არ არის”, – აღნიშნავს პოპულარული ფეხბურთელი და ხაზს უსვამს, რომ “ძალადობის დრო უნდა დასრულდეს და გზა დაუთმოს გლოვას, დიალოგს და აღდგენას”.

ძალადობის ესკალაციამ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყვითელი ჟილეტების საპროტესტო აქციების შემდეგ ყველაზე უარესი კრიზისის წინაშე დადგა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა საფრანგეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა განაცხადა: „ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ, ვნახოთ რას გადაწყვეტს რესპუბლიკის პრეზიდენტი“.

პარასკევს, საღამოს 19:30 საათიდან, შვეიცარიასა და საფრანგეთს შორის მარშრუტები შეჩერდა, რადგან პარიზმა არეულობის გამო ქვეყანაში ავტობუსებისა და ტრამვაის მიმოსვლის შეჩერება გადაწყვიტა.

“საფრანგეთში რამდენიმე ღამის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების გამო, საფრანგეთის ხელისუფლებამ გასცა ბრძანება საღამოს 9 საათიდან ქვეყნის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული შეჩერება“, – ნათქვამია ჟენევის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრესრელიზში .

ჟენევა ესაზღვრება საფრანგეთს სამი მხრიდან და ბევრ ავტობუსსა და ტრამვაის ხაზს იყენებს ასობით ათასი საზღვრისპირა მუშაკი, რომლებიც ცხოვრობენ საფრანგეთში და მუშაობენ შვეიცარიის სიდიდით მეორე ქალაქში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *