Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
კვირა, ნოემბერი 22, 2026
საბერძნეთიპოლიტიკა

ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა

ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა

საბერძნეთის ოპოზიციური პარტიისლიდერმა ზოი კონსტანტოპულუმ, შაბათს საღამოს ხალანდრის „რემატიის“ თეატრში გამართულ ღონისძიებაზე სცენაზე იმღერა და იცეკვა.

პოლიტიკოსმა ამჯერად პარლამენტში გამოსვლებისთვის დამახასიათებელი ოფიციალური იმიჯი დროებით გვერდზე გადადო და მუსიკალურ პროგრამაში, არტისტებთან და მაყურებელთან ერთად, თავადაც მიიღო მონაწილეობა. გავრცელებულ ვიდეოში ის მღერის სიმღერას „სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია“, რომელიც დაახლოებით სამი წლის წინ ნიკოლას ადესპოტოსმა დაწერა.

ღონისძიება კონსტანტოპულუს სიტყვით დაიწყო, რის შემდეგაც მუსიკალური პროგრამა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯორჯია კეფალა ჯგუფ „ΜΠΛΕ“-სთან ერთად, ასევე Jo Di, ხრისტინა კულაკუ და რვაკაციანი ბენდი.

ღონისძიებას ოპოზიციური პარტიისთვის სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა. ამ დღეს ათი წელი შესრულდა ინიციატივის „სამართლიანობა ყველასთვის“ დაწყებიდან.

ღონისძიების პოლიტიკური ნაწილის დროს კონსტანტოპულუმ მოქალაქეებს პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და კვლავ გაიმეორა მისი მთავარი სლოგანი: „თავისუფლებისკენ სვლა არის გამოსავალი“.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *