Latest news
მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა კურიერით ამანათის მიღებისას ნაღდი ანგარიშსწორების შესაძლებლობა უქმდება ფილიპოს კამბურისის ყოფილი თანამშრომელი განცხადებას აკეთებს სალონიკი: ბინის მეპატრონეს სტუდენტის ფარულად გადაღებისთვის 2 წლით პატიმრობა შეეფარდა საბერძნეთი: ეკლესია სასულიერო პირების სოც.ქსელებში აქტიურობის წესების განსაზღვრას ცდილობს კიფსელი: მეტროს მშენებლობითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული შენობებისთვის ჩატარებული ექსპერტიზის დო... ათონის მთის ადმინისტრატორი: მონასტრები რომ პოლიტიკურ პარტიებს მხარს უჭერენ ეს ყველასთვის კარგად ცნობ... რა უნდა გვედოს ავტომანქანის აფთიაქში ჯარიმის თავიდან ასაცილებლად  საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება
ხუთშაბათი, ოქტომბერი 8, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კიფსელი: მეტროს მშენებლობითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული შენობებისთვის ჩატარებული ექსპერტიზის დოკუმენტები მაცხოვრებლებს უნდა გადაეცეს

კიფსელი: მეტროს მშენებლობითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული შენობებისთვის ჩატარებული ექსპერტიზის დოკუმენტები მაცხოვრებლებს უნდა გადაეცეს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია „Ελληνικό Μετρό“-სა და მეტროს მე-4 ხაზის მშენებელ კონსორციუმს კიფსელის მაცხოვრებლებისთვის იმ დოკუმენტებისა და ექსპერტიზების გაცნობა დაევალათ, რომლებიც მეტროს პროექტის შედეგად დაზიანებულ შენობებს ჩაუტარდათ.

ათენის პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა კიფსელის მაცხოვრებლების მოთხოვნა დროებითი სასამართლო განკარგულების გამოცემის შესახებ. მოსახლეობა ითხოვდა წვდომას ტექნიკურ დოკუმენტაციაზე, რათა დადგინდეს შენობების დაზიანების მასშტაბი, მათი გამომწვევი მიზეზები და საჭირო აღდგენითი სამუშაოები.

მოსახლეობის ადვოკატების განცხადებით, დაზიანებულ შენობებში ნაპრალები იზრდება და მიწის ჩაწოლა გრძელდება, მაშინ როდესაც დაზიანებების აღდგენა ჯერ არ დაწყებულა. მათი თქმით, აუცილებელია ტექნიკური კვლევებისა და ექსპერტიზების სრულად გასაჯაროება, რათა შესაძლებელი გახდეს სამუშაოების უსაფრთხოდ გაგრძელება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ექსპერტთა დასკვნები, რომლებიც პროექტის უსაფრთხო განახლებას ეხება, ასევე მიწის ჩაწოლის ყველა ჩანაწერი და მათი შეფასების ანგარიშები, სამუშაოების დღიური და სხვა ტექნიკური დოკუმენტები, რომლებიც მოსახლეობამ მოითხოვა.

მოსახლეობის ადვოკატმა თანასის კამბაიანისმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომ დოკუმენტების გადაცემა მოსახლეობას საშუალებას მისცემს გამჭვირვალედ შეაფასოს შენობებისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბი, დაადგინოს მისი მიზეზები და მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პირობებით შეიძლება მეტროს სამუშაოების უსაფრთხოდ განახლება.

მოსახლეობის წარმომადგენლები კომპანიებს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ და სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *