მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს
მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს
საბერძნეთში უკანონო გაჩერებისა და პარკირების კონტროლი მკაცრდება. ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებს იმ მძღოლებზე, რომლებიც კაფესთან, საცხობთან ან მაღაზიასთან მანქანას „მხოლოდ ორი წუთით“ აჩერებენ და ამით მოძრაობას აფერხებენ.
კანონის მიხედვით, დარღვევად ითვლება აკრძალულ ადგილზე გაჩერება ან პარკირება მიუხედავად იმის თუ რამდენი ხნით იყო მანქანა გაჩერებული. ავარიულების ჩართვა ან მძღოლის მანქანაში დარჩენა უკანონო გაჩერებას ნებადართულს არ ხდის.
ახალი საგზაო კოდექსი ითვალისწინებს 30-დან 350 ევრომდე ჯარიმებს, ხოლო კონკრეტული დარღვევის მიხედვით შესაძლოა მართვის მოწმობის ჩამორთმევაც. თუ მანქანა მოძრაობას მნიშვნელოვნად აფერხებს, შესაძლებელია მისი იძულებით გადაყვანაც, რომლის ხარჯიც მფლობელს დაეკისრება.
ამასთან, ლეგალურ ადგილზე რამდენიმე წუთით გაჩერება, მაგალითად, ყავის ასაღებად, დარღვევას არ წარმოადგენს.
ათენში, პირეაზე და ატიკის სხვა დატვირთულ რაიონებში ხელისუფლების მიზანია გზებზე მოძრაობის შეფერხების შემცირება. ამისთვის გამოიყენება დამატებითი საპატრულო ჯგუფები, მოტოციკლეტები, დრონები და მოძრაობის მართვის სპეციალური ცენტრი.
მთავარი გზავნილი მძღოლებისთვის მარტივია: მნიშვნელოვანია არა გაჩერების ხანგრძლივობა, არამედ ის, კანონიერ ადგილზე დგას თუ არა ავტომობილი.
