Latest news
საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები
ორშაბათი, ნოემბერი 23, 2026
საბერძნეთიUncategorized

მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიშის არსებობას

მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიშის არსებობას

გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექიმი ილიას თეოდოროპულოსი ადვოკატის მეშვეობით უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას უცხოეთის ბანკში მილიონობით ევროს ოდენობის დეპოზიტები აქვს.

ექიმის ადვოკატის, ტელოს აღაპინოსის განცხადებით, თეოდოროპულოსს საზღვარგარეთ არც თავის სახელზე და არც მის ინტერესებთან დაკავშირებული იურიდიული პირის სახელზე საბანკო ანგარიში არ აქვს. ადვოკატი გავრცელებულ ცნობებს „სრულიად ცრუ და უსაფუძვლო ინფორმაციას“ უწოდებს.

მისივე თქმით, მსგავსი ჭორები ზიანს აყენებს ექიმის რეპუტაციას და არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ადვოკატმა მედიას მოუწოდა, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება და უზრუნველყოს სიმართლის სათანადოდ აღდგენა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *