Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთი

კორფუ: მძიმე ავარია პაქსოზე-25 წლის მამაკაცს ჩქაროსნული ნავი დაეჯახა

ორშაბათს, ნაშუადღევს, იტალიის დროშის ქვეშ მცურავი  ჩქაროსნული ნავი 25 წლის უცხოელს დაეჯახა, რომელიც მონგონისიო პაქსოს მიდამოში, ყურის შესასვლელთან დაცურავდა. აშკარად შესამჩნევი იყო, რომ მფლობელმა ნავის ტარება არ იცოდა.

გავრცელებული ცნობით, 25 წლის დაშავებული ახალგაზრდა ნავით დაუყოვნებლივ გადაიყვანეს პაქსოს პორტში, იქიდან კი სასწრაფო დახმარების მანქანით ჰოსპიტალში. ამის შემდეგ, დაშავებული, რომელსაც ტერფის და მარცხენა ხელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა, პირადი ჩქაროსნული ნავით პერდიკასის პორტ „ARRILA“-ში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანამ იანინის გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

პაქსოს ნავსადგურის სამმართველომ, რომელიც წინასწარ გამოძიებას აწარმოებს, ჩქაროსნული ნავის 44 წლის ოპერატორი სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *