Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ხანძარი საბერძნეთში: სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო დახმარება ძლიერდება

საბერძნეთმა უკვე გაააქტიურა სამოქალაქო დაცვის ევროპული მექანიზმი საჰაერო და სახმელეთო დახმარების მოთხოვნით.

ისრაელი უერთდება იმ ქვეყნებს, რომლებიც დაეხმარებიან საბერძნეთს ხანძრის დაძლევაში. კერძოდ, ისრაელი ეხმარება საბერძნეთს ორი Air-Tractor ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავით, საბერძნეთის  მიერ ორმხრივ დონეზე შეტანილი შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ, ტყის ხანძრებზე უფრო ეფექტური რეაგირებისთვის.

ბერძნული მხარის მოთხოვნა დაუყონებლივ იქნა მიღებული ისრაელის მიერ და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული თვითმფრინავი საბერძნეთში ხვალ, ხუთშაბათს ჩამოვა.

ამავდროულად,საბერძნეთმა უკვე გაააქტიურა ევროპული სამოქალაქო დაცვის მექანიზმი საჰაერო და სახმელეთო დახმარების მოთხოვნით, რაზეც ევროკავშირისა და მექანიზმის წევრი ქვეყნების პასუხი მყისიერი იყო.

კერძოდ, ევროპული სამოქალაქო დაცვის მექანიზმისთვის საჰაერო დახმარების მოთხოვნის შემდეგ, საბერძნეთმა გუშინ წარადგინა დამატებითი მოთხოვნა ქვეითი ნაწილებისა და სახანძრო მანქანების გაგზავნის შესახებ.

ევროპული მექანიზმის ამოქმედება მყისიერად მოხდა და შემდეგმა ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უპასუხეს საბერძნეთის მოთხოვნას:

პოლონეთმა ქვეყანას შესთავაზა 149 ქვეითი მეხანძრე-მაშველი. ასევე 49 ავტომობილი.

• რუმინეთი, რომელმაც უზრუნველყო ასევე ქვეითთა განყოფილება 40 მეხანძრე-მაშველით და 5 მანქანა.

პირველი მეხანძრეები რუმინეთიდან დღეს დილით უკვე მივიდნენ ელეფსინას სამხედრო აეროპორტში, ხოლო შესაბამისი მისიები სახანძრო მანქანების თანხლებით საბერძნეთში სავარაუდოდ პარასკევისთვის იქნება.

ევროპული საჰაერო დახმარების კონტექსტში გუშინ საბერძნეთში  ოთხი CL-415 თვითმფრინავი გაიგზავნა, ორი იტალიიდან და ორი საფრანგეთიდან, რომლებიც როგორც კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროში ხაზს უსვამენ, დილიდანვე იბრძვიან წყლის ჭავლებით ხანძრის კერებზე.

აღნიშნულია, რომ ბერძენ მეხანძრეებთან ერთად ამ დღეებში მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველების ჯგუფები რუმინეთიდან და მალტადან რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ საბერძნეთში და მონაწილეობდნენ ევროპის სამოქალაქო დაცვის მექანიზმების წინასწარი პოზიციონირების პროგრამაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *