Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ტერორისტული ქსელის წევრების მობილური ტელეფონები გაიშიფრა

საბერძნეთში ტერორისტული აქტის მომზადებისთვის დაკავებული ორი პაკისტანელის გადაადგილების მარშრუტს და კონტაქტებს ეროვნული უშიშროების სამსახური ამ დრომდე შეისწავლის.

უახლოეს მომავალში არ არის გამორიცხული კვლავ განხორციელდეს დაკავებები.

პოლიციის მიერ მოპოვებული მასალები და მტკიცებულებები დეტალურად, მიკროსკოპულ დონეზე იქნა შესწავლილი.

მიღებული სურათი შემზარავია.

ირკვევა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიზანი ათეულობით დაღუპული ადამიანი იყო.

ფაქტობრივად მან ტერორისტებს  ხოცვა -ჟლეტის ტელეფონებით გადაღება  დაავალა.

თითოეული მსხვერპლი უნდა   ყოფილიყო მამტკიცებელი საბუთი  შესაბამისი  ოდენობის ფულადი ჯილდოს მისაღებად.

” ყველა გარდაცვლილის ფოტოსთვის გადაგიხდით”- ისმის მოპოვებულ ჩანაწერში.ასევე ისმის მოწოდებები, მოკლან რაც შეიძლება მეტი ადამიანი.

ირანის მხრიდან ორ პაკისტანელზე ზეწოლა ძალიან ინტენსიური იყო. ისინი კალაშნიკოვის ავტომატებოთ შეიარაღებულები უნდა შეჭრილიყვნენ ებრაულ რესტორანში. ასევე მეორე ვარიანტი იყო გაზის ბალონების გამოყენება ტერიტორიაზე ასაფეთქებლად.

ამ დროისათვის ხელისუფლება ელოდება დანარჩენი მობილურების გახსნას, რომელიც მოიპოვეს შესაბამისმა სამსახურებმა.

მათში შეიძლება აღმოჩნდეს მასალები, რომელთა საშუალებითაც სხვა სამიზნეების, ან კონკრეტული პირების გაშიფვრა იქნება შესაძლებელი.

როგორც ინფორმირებული წყაროები იტყობინებიან შესაძლოა ამ კონკრეტული საქმის გამოძიების შემდეგ სხვა დაპატიმრებებიც მოხდეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *