ტრანსპორტის დეპარტამენტი ქაღალდის სამგზავრო ბილეთების გაუქმებას გეგმავს
ტრანსპორტის სამინისტროს ქაღალდის ბილეთებიდან მობილურ ტელეფონზე გადასვლა სურს, რომელიც ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტში “ბილეთის” ფუნქციასაც შეითავსებს.
მგზავრებს შეეძლებათ ისარგებლონ აპლიკაციით, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მგზავრობის საფასური გადაიხადონ მხოლოდ მობილურით, NFC ტექნოლოგიის საშუალებით, რომელიც ყველა ახალი თაობის მობილურს აქვს მხარდაჭერილი.
ანუ ბილეთის ან ულიმიტო ბარათის ნაცვლად მგზავრი გისოსებს მობილური ტელეფონით გახსნის.
ქაღალდის ბილეთის ეტაპობრივი ამოღება ხელს შეუწყობს უბილეთო მგზავრთა ნაკადის შემცირებას, ნათქვამია სამინისტროს ანგარიშში.
თავის მხრივ OASA-ს თანამშრომელთა კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრმა ფოტის ნიკოლაკოპულოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მგზავრს ახლა შეუძლია გამოიყენოს თავისი საკრედიტო ბარათი ავტობუსებში, რადგან ბევრი გაჩერებაა და თითოეულში ბილეთების აპარატების განთავსება პრაქტიკულად შეუძლებელია.
თუმცა, ღონისძიების განხორციელების შემთხვევაშიც, ქაღალდის ბილეთების გაცემა გაგრძელდება ხანდაზმულთათვის და მათთვის, ვინც არ იცნობს ტექნოლოგიას, მაგრამ მათი გამოყენება მნიშვნელოვნად შეიზღუდება.
