Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
სამშაბათი, აპრილი 28, 2026
საბერძნეთი

ნეა ფილადელფია: ხორვატი და ბერძენი გულშემატკივრები 29 წლის მიხალის მკვლელობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

პოლიციის წყაროების თანახმად, ხორვატიიდან ათენში ჩასული  ზაგრების დინამოს გულშემტკივრები და მათი ბერძენი თანამზრახველები, რომლებიც 29 წლის მიხალის მკვლელობის შემდეგ ხელბორკილებით გადაიყვანეს წინასწარ დაკავების იზოლატორში, ერთმანეთს ადანაშაულებენ OPAP Arena-ს გარეთ მომხდარ თავდასხმაში.

ამავე წყაროების მიხედვით, დაკავებისას და პოლიციაში გაკეთებულ განცხადებებში ბერძნები ხორვატებს ნეა ფილადელფიაში მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებენ, თავის მხრივ კი ზაგრების დინამოს ფანები საპირისპიროს ამბობენ. ხორვატები ფაქტობრივად, აცხადებენ, რომ ათენში ინციდენტების გამოწვევის მიზნით კი არ იყვნენ ჩასულები, არამედ გუნდის ფსიქოლოგიური მხარდაჭერისისთვის და კაფეტერიებიდან მატჩის საყურებლად.

ამავდროულად, 94 ხორვატიდან არცერთი არ აღიარებს, რომ ისინი არიან 29 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში დამნაშავე და პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებებში მტკიცე პოზიციას ინარჩუნებენ.

აღებულია ყველა მათგანის დნმ-ის ნიმუში დარბევის ადგილზე აღმოჩენილ გენეტიკურ მასალასთან მისი იდენტიფიცირებისთვის.

ამ ვერსიას ასევე მხარი დაუჭირა  ტელეკომპანია Dnevnik Nova-ს ჟურნალისტმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ საბერძნეთის პოლიციამ თითის ანაბეჭდების მიხედვით დაასკვნა, რომ 29 წლის AEK-ის ქომაგის მკვლელი ბერძენია.

ხორვატი ჟურნალისტი ათენიდან Dnevnik Nova-სთვის გადაცემულ სიუჟეტში ამტკიცებდა, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, პოლიციას აქვს მკვლელის თითის ანაბეჭდები და ის სავარაუდოდ, საბერძნეთის მოქალაქეა.

სამშაბათს, დღის 12 საათის შემდეგ, ნეა ფილადელფიაში სასიკვდილო თავდასხმისთვის დაკავებულთაგან 94 პროკურატურას წარუდგინეს.

პროკურორებისთვის გადაგზავნილი მოცულობითი საქმის მასალები შეიცავს მძიმე ბრალდებებს, რომელთაგან ძირითადი დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობაა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *