Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

ამინდი: დღეს 10 აგვისტოს მეტეოროლოგები ძლიერი წვიმის, ელვის და სეტყვის შესახებ გვაფრთხილებენ

მეტეოროლოგი საკის არნაუტოღლუ ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტით აფრთხილებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ელვის, წვიმისა და სეტყვის მაღალი ალბათობის შესახებ.

უახლესი პროგნოზით დღეს,ხუთშაბათს, მოსალოდნელია ქარიშხალი რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ძლიერი წვიმა ან სეტყვა!

უფრო დეტალურად, ხუთშაბათს, ქვეყნის ცენტრალურ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია მომატებული ღრუბლიანობა, ადგილობრივი წვიმით ან შტორმით.

ტემპერატურა დასავლეთ მაკედონიაში 13-დან 30 გრადუსამდე, დანარჩენ ჩრდილოეთ საბერძნეთში 15-დან 31 გრადუსამდე, ეპირუსში 17-დან 33 გრადუსამდე, თესალიაში 17-33-34 გრადუსამდე, დანარჩენ კონტინენტზე 17-დან 33-34 გრადუსამდე იქნება.

18-დან 32-34 გრადუსამდე იონიის კუნძულებზე, 20-დან 32 გრადუსამდე ეგეოსის კუნძულებზე,  ხოლო აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე და სამხრეთ კრეტაზე მაქსიმალური ტემპერატურა ლოკალურად 33-34 გრადუსი იქნება.

იქროლებს ჩრდილოეთი, ჩრდილო-დასავლეთის ქარი ეგეოსის ზღვაზე 5-6, ხოლო იონიაში 4-5 ბაფორტი.

ატიკაში დროებითი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი. იქროლებს ქარი ძირითადად სამხრეთის მიმართულებიდან 2-4 ბოფორტის ინტენსივობით. ტემპერატურა 23-დან 31-32 გრადუსამდე იქნება.

სალონიკში ასევე ღრუბლიანობა  შესაძლოა წვიმაც. იქროლებს ქარი ძირითადად სამხრეთის მიმართულებიდან 2-4 ბოფორტის ინტენსივობით. ჰაერის ტემპერატურა 23-დან 29 გრადუსამდე იქნება.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *