Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
ჯანმრთელობა

დეპრესია, შფოთვა და კიბო: რეალური თუ ფიქტიური კავშირი? – რას გვიჩვენებს ახალი კვლევა

დიდი ხანია ითვლებოდა, რომ დეპრესია და შფოთვა ასოცირდება კიბოს გაზრდილ რისკთან, თუმცა, არსებული მტკიცებულებები არ იძლევა ნათელ და მყარ საფუძველს  მოსაზრების დასასაბუთებლად.

ათენის კაპოდისტრიას  ეროვნული უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიული კლინიკის ექიმები თეოდორა ფსალტოპულო (ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის პროფესორი), იანის დანასისი და თანოს დიმოპულოსი (EKPA-ს რექტორი) უცხოელ კოლეგებთან ერთად აჯამებენ შესაბამისი კვლევის შედეგებს.

მკვლევარებს სურდათ აღმოეჩინათ უფრო ძლიერი საფუძველი დეპრესიის, შფოთვისა და კიბოს სიხშირეს შორის შესაძლო კავშირების  დასადგენად, ისევე როგორც კიბოს ცალკეულ ტიპებს შორის, როგორიცაა მკერდის, ფილტვის, პროსტატის, მსხვილი ნაწლავის, ასევე ალკოჰოლთან და მოწევასთან დაკავშირებული კიბო.

მკვლევარებმა შეაჯამეს ფსიქოსოციალური ფაქტორების  და კიბოს შემთხვევების (PSY-CA) მქონე კვლევის მონაწილეთა მონაცემების მეტაანალიზი, რომელიც ჩატარდა დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში. PSY-CA კვლევა მოიცავს მონაცემებს მონაწილეთა 18 ჯგუფისგან, რომლებსაც აქვთ დეპრესიის ან შფოთვის გამოვლინების მაღალი ინდექსი.

საერთო ჯამში, კვლევაში მონაწილეობდა 319,613 ადამიანი მათგან 25,803 კიბოს შემთხვევით  და ადამიანები დეპრესიისა და შფოთვის ორივე სიმპტომით. კვლევა ტარდებოდა მომავალი კიბოს პოტენციური რისკის პროგნოზირების მიზნით.

არ იქნა ნაპოვნი კავშირი დეპრესიას, შფოთვასა და კონკრეტულად ალკოჰოლთან დაკავშირებულ კიბოს, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის და სწორი ნაწლავის კიბოს შორის.

თუმცა, დეპრესია და შფოთვა გარკვეულწილად დაკავშირებული იყო მოწევის შედეგად განვითარებულ ფილტვის კიბოს  გახშირებულ შემთხვევასთან.

შესაძლებელია, კვლევების მიხედვით აღმოჩენილი კავშირი დეპრესიასა და მოწევასთან დაკავშირებულ კიბოებს შორის, მიეკუთვნებოდეს მწეველთა სიხშირეს დეპრესიულ პირთა რიგებში. გარდა ამისა, შეიძლება არსებობდეს საერთო გენეტიკური ან გარემო ფაქტორები, რომლებიც ზრდის როგორც დეპრესიის/შფოთვის, ასევე კიბოს გარკვეული ტიპების ალბათობას. ამ კონკრეტული კვლევის შედეგების სანდოობა მდგომარეობს მონაწილეთა დიდი რაოდენობის მონაცემების საფუძვლიან სტატისტიკურ ანალიზში და მკვლევართა მეთოდოლოგიურ მიდგომაში, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მეტაანალიზში სისტემატური შეცდომების შესაძლებლობა.

დასასრულს, ჩატარებული კვლევების საფუძველზე არ დასტურდება დეპრესიისა და შფოთვის კავშირი კიბოს განვითარების რისკთან.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *